in

დიჯიტალ ტვ დაბადების დღეს საჩუქრების გაცემით აღნიშნავს

დიჯიტალ ტვ საიუბილეო საჩუქარს სთავაზობს ყველას, ვინც ქსელში ჩართვას 7 ივნისიდან 13  ივნისის ჩათვლით გადაწყვეტს. ამასთან, დაბადების დღის აღსანიშნავად, კომპანიამ ყველაზე ერთგულ აბონენტებს ექვსთვიანი უფასო მომსახურება აჩუქა.

„შენთვის შექმნილი მაუწყებლობა“ 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. დიჯიტალ ტვ ზუსტად ამდენი წლის წინ, ერთი მნიშვნელოვანი მისიით შეიქმნა – ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა,  ისარგებლოს ტელევიზიით.

„XXI საუკუნეში, არ უნდა არსებობდეს ადამიანი, ვისაც არ აქვს სატელევიზიო მაუწყებლობა და არხის არჩევის თავისუფლება.  ჩვენ გვჯერა, რომ  ტელევიზია ახალი ინფორმაციის, ცოდნის მიღების, აღმოჩენების, სიხარულის შესაძლებლობაა. კომპანიისთვის ეს იყო და არის ძლიერი მოტივატორი.

იმისთვის, რომ ყველასთან მივიდეს სატელევიზიო სიგნალი, ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს ვიღებთ, როგორც განსაკუთრებულს. აბონენტს, ჩვენთან კომუნიკაციის შემდეგ, აქვს განცდა, რომ არის მნიშვნელოვანი. სტანდარტი უკვე დაინერგა – მომხმარებლები მოითხოვენ, რომ კომპანია მიუდგეს, როგორც განსაკუთრებულს“, – ამბობენ დიჯიტალ ტვ-ში.

დიჯიტალ ტვ ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც დაბალი ფასის მქონე ტელევიზია. ამასთან, კომპანიის მომსახურება არის ხელმისაწვდომი, ოპერატიული, მომხმარებელს სთავაზობენ კომფორტულ პირობებს. ამ თვისებებით, ბრენდი გამორჩეულია ბაზარზე.

„დიჯიტალ ტვ-ის სიგნალი უკვე ფარავს ქვეყნის მოსახლეობის 96%-ზე მეტს და ყოველდღიურად ვმუშაობთ, დაფარვის ზონის კიდევ უფრო გაფართოებაზე. ამ სამუშაოების პარალელურად, ვამატებთ სერვისცენტრსაც: წლის ბოლომდე, მესამე ოფისს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში გავხსნით“, – აღნიშნეს კომპანიაში.

[R]

Samsung-მა Bespoke Home 2022-ის გლობალური პრეზენტაცია გამართა

„მარველის” გმირების სამყარო და „ყავასთან საკითხავი” ისტორია