„დიჯიტალ ტვ“-ის მომსახურების მიღება, ადგილზე, აბონენტებს ახლა უკვე აჭარის რეგიონშიც შეუძლიათ. ციფრული მაუწყებლობის ოპერატორმა ბათუმში ოფისი გახსნა. კომპანია აგრძელებს სპეციალურ აქციას აჭარისთვის – რეგიონში, პირველი თვის სააბონენტოს საჩუქრად მიიღებს ყველა, ვინც ქსელში ჩართვას გადაწყვეტს.
„დიჯიტალ ტვ“-ის შეთავაზებებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დირექტორი გიორგი ხითარიშვილი საუბრობს.
რატომ გადაწყვიტეთ აჭარის რეგიონში ოფისის გახსნა?
გიორგი ხითარიშვილი: აჭარის რეგიონში, ბოლო პერიოდში, აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, მომსახურების ადგილზე მიღების აუცილებლობა დადგა. კომპანიის მომხმარებლებს ბათუმში შეეძლებათ, მიმღები მოწყობილობის, აქსესუარების შეძენა, სააბონენტო გადასახადის დაფარვა, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება. სერვისცენტრში შესაძლებელი იქნება მაუწყებლობის ხარისხის ნახვაც. ასევე, ბათუმის ოფისში მოსულ აბონენტებს, აგვისტოს ბოლომდე, სხვადასხვა აქციას შევთავაზებთ.
რას სთავაზობს აბონენტებს „დიჯიტალ ტვ“?
კომპანია საკუთარ აბონენტებს აწვდის რეიტინგული არხების პაკეტებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენს სტანდარტულ პაკეტში ნებისმიერი გემოვნებისა თუ ინტერესების მქონე ადამიანისთვის არის საინტერესო არხები. მაგალითად, სპორტის მოყვარულები ჩვენთან ყველა პოპულარული სპორტული ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟებს უყურებენ. არ გამოტოვებენ არცერთ მნიშვნელოვან მატჩს, იმიტომ, რომ გვაქვს მოთხოვნადი სპორტული არხების სრული შეთავაზება. ვისაც შემეცნებითი არხები მოსწონს, ჩვენს პაკეტში მრავალფეროვან არჩევანს ნახავს. ასევე, გვაქვს რეიტინგული კინოარხები, ბავშვების განვითარებაზე მორგებული პროგრამებით – საბავშვო არხები, მუსიკალური, გასართობი არხები. ჩვენი აბონენტები ტელევიზორთან არ იწყენენ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, მომხმარებელს მივაწოდოთ მაუწყებლობა მაღალი ხარისხით, ხარვეზების გარეშე. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის. გარდა ამისა, მიზნად გვაქვს დასახული სამაუწყებლო ქსელის კიდევ უფრო გაფართოება. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ამაზე მუდმივად მუშაობს და შედეგად, ეტაპობრივად იფარება მთელი საქართველო. სიგნალი უკვე მიეწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე – მაღალმთიანი აჭარის, რაჭის მოსახლეობას. ჩვენი ქსელით უკვე საქართველოს მოსახლეობის 96%-ზე მეტი იფარება.
„დიჯიტალ ტვ“ განვითარებას განაგრძობს. დაფუძნებიდან მესამე წელს, კომპანია, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, პირველ სამეულშია.
[R]