in

„დიჯიტალ ტვ-ს“ უპრეცედენტო კამპანია – ქალაქში მოსიარულე ტელევიზია გამოჩნდა

„დიჯიტალ ტვ-მ“ მესიჯით, უყურე ტელევიზიას ყველგან – საქართველოში, უპრეცედენტო კამპანია წამოიწყო. ჩართული ტელევიზორით სპეციალურად მოწყობილი მანქანა თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გავიდა.

მყუდრო, თბილი ოთახი, კომფორტული სავარძლები, ოთახის კუთხეში საყვარელი ყვავილი, ტელევიზორში – ის, რაც ყველაზე ძალიან  გიყვარს – მგზავრებს დიჯიტალ ტვ-ს მანქანაში არ მოუწყენიათ.

ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში, საცობში გაჭედილი მანქანებიდან დიჯიტალ ტვ-ს სმგზავრებს ცოტა შურის თვალით უყურებდნენ. როგორია, როცა ლოდინის გარდა, არაფერი შეგიძლია და გიწევს, გამოტოვო მნიშვნელოვანი მატჩები, შენი საყვარელი შოუ, ახალი ამბები… გვერდით კი მანქანა მოგვყება, ისიც საცობში დგას, არც მას შეუძლია არაფერი – ლოდინის გარდა, მაგრამ ფეხბურთის მატჩის გამოტოვება არ უწევს!

ზუსტად იგივე შეგძნებაა, იცხოვრო მოვლენების ეპიცენტრს მიღმა, როცა არ გაქვს ტელევიზია. „დიჯიტალ ტვ“ გაძლევს შესაძლებლობას, უყურო ტელევიზიას ყველგან, სადაც ხარ – მთელ საქართველოში.

 
„ამ კამპანიით იმის თქმა გვინდა, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის გარეშე არ უნდა იყოს არცერთი ოჯახი. მით უმეტეს, მოვლენების ეპიცენტრში დარჩენას ხელს არ უნდა უშლიდეს გეოგრაფიული მდებარეობა ან ინტერნეტის არქონა, ან დაბალი შემოსავალი. ყველაზე რეიტინგული არხები ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს“, – ამბობენ კომპანიაში.

2017 წლიდან ციფრული მაუწყებლობის ოპერატორმა, „დიჯიტალ ტვ-მ“, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო მრავალფეროვანი, რეიტინგული არხების შეთავაზება. ახლა კი საქართველოს მოსახლეობის უკვე 98%-ზე მეტი იღებს სატელევიზიო არხების სიგნალს მაღალი ხარისხით. მომსახურებით სარგებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებიც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

დიჯიტალ ტვ ამ ეტაპზე ტელევიზიის ჩართვის მსურველებს უფასო ინსტალაციას სთავაზობს. აბონენტები ხელმისაწვდომი ტარიფით სარგებლობენ: მათ შეუძლიათ, მაღალრეიტინგული არხები მიიღონ სულ რაღაც 12 ლარიდან.

მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიის ინსტლაციისთვის, ინტერნეტი და სატელიტური თეფში არ არის საჭირო. ინსტალაციისთვის საჭირო ყველა მოწყობილობას კომპანია უზრუნველყოფს.

ტელევიზიის ჩართვის მსურველებს შეუძლიათ, ცხელ ხაზზე დარეკვით ჩანიშნონ შეკვეთა: 032 205 12 12. ასევე, მიწერონ კომპანიას ფეისბუკ ან ინსტაგრამ გვერდზე. კომუნიკაცია კომპანიასთან ყოველდღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

[პარტნიორის კონტენტი]

სამხრეთამერიკული თავგადასავალი

AI მოწყობილობები Lenovo Innovation World 2025-დან