#თეფშები აღარ დაგჭირდებათ – ერთთვიანი კამპანიის შემდეგ, ინტრიგას ფარდა აეხადა. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ თეფშები აღარ დაგვჭირდეს? კითხვას პასუხი ციფრული მაუწყებლობის ახალმა ოპერატორმა დიჯიტალ ტვ-მ გასცა.
„ინტერნეტ მომხმარებლების ვერსიები იმის შესახებ, აბების ფორმის საკვები შემოდის, მალე საჭმელი აღარ გვექნება თუ მფრინავ თეფშებს უნდა ველოდოთ – არ გამართლდა. სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ დიჯიტალ ტვ სატელიტური თეფშის გარეშე მაუწყებლობას იწყებს. ქსელში ჩასართავად, არც ინტერნეტია საჭირო“, – აცხადებს დიჯიტალ ტვ-ის წარმომადგენელი.
მაღალრეიტინგული უცხოური და ქართული არხები აბონენტების ინტერესებსა და ბიუჯეტსაა მორგებული, მისი ციფრული სიგნალი კი მთელ საქართველოში ვრცელდება.
აბონენტებს ქართული და უცხოური არხების მაღალი ხარისხით მისაღებად მხოლოდ დეციმეტრული ანტენა და დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობა დასჭირდებათ. ინსტალაციას კი ისინი კომპანიის წარმომადგენლის დახმარების გარეშეც შეძლებენ: ქსელში ჩასართავად, მხოლოდ მიმღების დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორთან მიერთება იქნება საჭირო. დეტალური ინსტრუქცია კი მომხმარებლის სახელმძღვანელოშია მოცემული. მიმღები მოწყობილობების გაყიდვა მალე დაიწყება.
მომსახურების ხარისხი გამოცდილებითაა გარანტირებული: დიჯიტალ ტვ-ს შეუფერხებელ მაუწყებლობაზე სტერეო პლუსის ის გუნდი იმუშავებს, რომელმაც 2015 წელს, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად, ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ააგო.
[R]