კანის ახალგაზრდული კონკურსის ციფრული კატეგორიის ნამუშევრები ცნობილია. Young Lions Georgia 2019- ს მონაწილეებმა ბრიფი 12 აპრილს, გახსნით ღონისძიებაზე მიიღეს. დავალების მიხედვით, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ციფრული კამპანია, რომელიც სპორტის გულშემატკივრებს აქტიური სპორტით დაკავებისკენ უბიძგებდა. ციფრულ კატეგორიაში, წელს, 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
BOG – თამარ ნიკოლეიშვილი, მირიან ჯუღელი
McCann Tbilisi – გიორგი კვიტატიანი, ნუკა ზურაშვილი
Redberry – ირაკლი გოგოლაძე, აჩი ბახსოლიანი
Smart Web – რატი გველესიანი, მაკო ქურთიაშვილი
Redberry – მიხეილ წიკლაური, არჩილ ორაგველიძე
Redberry – ტატიანა ბაშალეიშვილი, ქეთევან მარუაშვილი
Watergunz – ნინო ნადარაია, თინათინ დალალიშვილი
Branding.ge – მარიამ ჩხაიძე, ანი ჭყოიძე
4Media – ცოტნე ბჟალავა, ანა გელაშვილი
BOG – ზურა კვინიკაძე, ნიკა წვერავა
Saatchi & Saatchi – გვანცა დათუაშვილი, სალი დადიანი
Betterfly DDB – ნინო ჯინჭარაძე, მარიამ ხაზალაშვილი
Kraken – ლუკა გაფრინდაშვილი, ანი ცინდელიანი
Kraken – ნინი ქაფიაშვილი, ნიკა მკერვალიშვილი
McCann Tbilisi – გიორგი ლეჟავა, ხატია გეგეშიძე
Mr.Wolf – დავით ხარიტონაშვილი, ნიკა ჟღერია
Branding.ge – გვანცა გელოვანი, სანდრო ქავთარაძე
JWT Metro – ალექს ჩიქოვანი, ნუცა ტოგონიძე
4Media – გიორგი მგელაძე, ლაშა-გიორგი წერეთელი
Betterfly DDB – ირაკლი ნადირაშვილი, ლევან სირბილაძე
Elliot – გიორგი ბერეჩიკიძე, ანანო ლეკიაშვილი
Leavingstone – ემილი ქორიძე, მურთაზ ფურცხვანიძე
Leavingstone – ნინო ბიწაძე, სონია გულაღაშვილი
Leavingstone – სოფიო გოგიშვილი, თათა ტაბატაძე
Redberry – ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნინო უნგიაძე
WINDFOR’S – თეონა შელია, თამარ ცინცაძე
Watergunz – ელენე გუგუშვილი, მარიამ მიქელაშვილი
Betterfly DDB – მაია ოდიშელიძე, ნელლი აბრამიდი
Ogilvy Georgia – დავით ბიწაძე, ზურა გურგენიშვილი
Saatchi & Saatchi – სოფუსა გიორგაძე, სოფიო ნაკაშიძე
აღსანიშნავია, რომ ნამუშევრებს ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებით დაკომპლექტებული 12 კაციანი ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებულების ვინაობა 20 აპრილს, Young Lions-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, რომელიც Live რეჟიმში, Marketer.ge-ისა და Young Lions Georgia-ს Facebook გვერდებზე გაშუქდება.
Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური, საქართველოში, პირველად, 2015 წელს ჩატარდა – კონკურსში მონაწილეობა 11-მა გუნდმა მიიღო. მას შემდეგ, მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს, კონკურსზე 106 გუნდი დარეგისტრირდა, 2017-ში – 116, 2018 წელს კი 168-მა გუნდმა იასპარეზა. 2019 წლის მონაცემები ასეთია – გამარჯვებისთვის 173 გუნდი იბრძვის. ტრადიციულად, თითოეულ კატეგორიაში, პირველი ადგილის მფლობელი გუნდები, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით, პირველობისთვის იასპარეზებენ, რომელიც ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კრეატიული ფესტივალი უკვე 65 წელია იმართება და ყოველწლიურად, მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრებს ავლენს.