in ,

თბილისში ციფრული ტექნოლოგიების ექსპოზიცია ნოემბერში გაიმართება !

1-2 ნოემბერს, “ექსპო ჯორჯია”–ში DIGITALexpo გაიმართება. ეს არის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და ორგანიზაციების ექსპოზიცია, თანმხლები კონფერენციებითა და “ვორქშოფებით.” ღონისძიება ღიაა დასწრებისა და მონაწილეობის მსურველთათვის.

ირინა ჭოჭუა (პროექტის ავტორი):  DIGITALexpo-ს იდეის ავტორი არის პიარ სააგენტო MediaLink, ხოლო ორგანიზატორები, „ივენთ“ სააგენტო RedEvents და Circle.ge. წარმოდგენილი იქნება ქართული ინტერნეტ პროექტები, IT კომპანიები, მაღაზიები, რომლებსაც შემოაქვთ უახლესი ციფრული მოწყობილობები და წარმოადგენენ საქართველოში ცნობილ ბრენდებს, ქართული “სტარტაფები”, ინტერნეტ პროვაიდერები და მობილური კომპანიები, ელექტრონული დაგროვებითი/საგადასახადო სისტემები, ვებ დეველოპერები და სააგენტოები, რომლებიც წარმოადგენენ ტექნოლოგიურ მომსახურეობას, სახელმწიფო ონლაინ სერვისები, ინტერნეტ ბანკინგი, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები, მობილური აპლიკაციები და სხვ. შევეცდებით, ერთიან სივრცეში მოვაქციოთ ყველა ის ძირითადი მიმართულება, რასაც მოიცავს ზოგადად DIGITAL სფერო. ასევე გვექნება 4 საინტერესო ბლოკი „ვორქშოფებისთვის“. ეს არის: ონლაინ კომუნიკაციები, ინტერნეტ ბიზნესი, Mobile development & web services, Cyber security / Information security.

M: კონკრეტულად რას ითვალისწინებს ღონისძიება?          logo 2

ღონისძიება ითვალისწინებს ერთიანი სამუშაო სივრცის შექმნას, რაც იქნება ასევე ძალიან საინტერესო და ორიგინალური ფორმით მოწოდებული. წინასწარ გეტყვით, რომ ცენტრალურ სცენაზე გაიმართება ბევრი საინტერესო ქართული და საერთაშორისო პროდუქტის პრეზენტაცია სიმულაციის ფორმატში. ასევე „ივენთი“ დატვირთული იქნება ონლაინ კონფერენციებით. მოკლედ, ნებისმიერი კატეგორიის ვიზიტორი, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიღებს და ვფიქრობთ, კომუნიკაცია შედგება.

M: ვის და როგორ შეუძლია ღონისძიებაში მონაწილეობა ან დასწრება?

DIGITALexpo-ში ჩართვა და მონაწილეობის მიღება მარტივია. ჩვენ უკვე ავამუშავეთ ოფიციალური არხი სოციალურ ქსელში. ღონისძიებაზე დასწრება კი თავისუფალია. 3 კვირით ადრე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაეშვება სპეციალური აპლიკაცია, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ დარეგისტრირება, როგორც მთლიანად ღონისძიებაზე, ასევე კონკრეტულ „ვორქშოფებსა“ და პრეზენტაციებზე.

M: რა არის ამ ღონისძიების მიზანი?

მიზანი არის ძალიან მარტივი და ლოგიკური – საქართველოში ინტერნეტ ბიზნესის და ზოგადად, სფეროს განვითარებისთვის უნიკალური სივრცის შექმნა, „ნეთვორქინგი“ და ამ ღონისძიების საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლა. მომავალ წელს, აუცილებლად ჩაერთვებიან მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ახლო ევროპიდან და აღმოსავლეთიდან.

კონკურსში “ჩემი ბორჯომი” “თავისუფალი უნივერსიტეტის” გუნდმა გაიმარჯვა !

Red Bull GerGetIt 2014 – გამარჯვებულები!