in

Digitalocean – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰოსტინგკომპანიის წარმატების ისტორია

ტექნოლოგიების სამყაროში ბევრი ისეთი ბრენდის სახელი ფიგურირებს, ფართოდ რომ არაა ცნობილი, თუმცა თავად ინდუსტრიის ყველა დიდმა თუ პატარა წარმომადგენელმა რომ ზეპირად იცის მისი სახელი. Digitalocean-იც მათ რიცხვშია. ბევრმა, ვინც სტატიას კითხულობთ, შეიძლება არ იცოდეთ, რომ მსოფლიო ჰოსტინგის დიდი ნაწილი სწორედ ამ კომპანიის ხელშია. 

istoriebi
istoriebi

რა თქმა უნდა, იყო ისეთი ბრენდი, რომელიც მოწინავეა თავის სფეროში, მარტივი არ არის და Digitalocean-საც მოუწია როგორც ბევრი შრომა, ისე დიდი გამოცდილების დაგროვება. ეს არის ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია, რომლის დამაარსებლებიც არიან ძმები, ბენ და მოიზ ურეცკები, რომლებსაც ჰქონდა გენიალური იდეა და მისწრაფება – შეექმნათ ტექკომპანია.

ადრეული წლები – ძმების გამოცდილება

ბენი და მოიზი ბრაიტონ-ბიჩზე მაშინ დასახლდნენ, როდესაც ბენი ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო საშუალო სკოლა სტაივესანტის საშუალო სკოლაში დაასრულეს. ბენი „პეისის უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულია და ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრის ხარისხი აქვს. მას 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა ინფრასტრუქტურის სფეროში სისტემებისა და ქსელების ინჟინერიაში, როდესაც ძმასთან ერთად Digitalocean დააარსა. მანამდე მას საკმაოდ ცუდი გამოცდილება ჰქონდა იმ კომპანიაში, სადაც ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. პროდუქტის განვითარების ცუდი დაგეგმვის გამო ის კომპანია გაკოტრდა და შთაგონებაც აქედან მიიღო.

მეორე მხრივ, მოიზიმ, მიუხედავად კომპიუტერებით დაინტერესებისა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მან ასევე ექსპერიმენტები ჩაატარა სხვადასხვა სტარტაპთან და გარკვეული ცოდნაც მოიპოვა ბიზნესინკუბაციისა და ვენჩურული ინვესტიციების მიმართულებით. მისი პირველი სტარტაპი იყო დიდი მონაცემების კომპანია, სახელად CorreGroup.

ბენიც და მოისიც, წარმატებით მართავდნენ ერთად დაარსებულ კომპანია ServerStack-ს რვა წლის განმავლობაში და მათ მიერ გენერირებული წლიური შემოსავალი ყოველთვის 3-დან 7 მილიონამდე მერყეობდა. თუმცა, მზარდი კონკურენციის გამო, ისინი თავიანთ მომხმარებლებს ახალსა და უნიკალურს ვერაფერს სთავაზობდნენ. 

ამავე პერიოდში, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები პოპულარული გახდა და Amazon-მა AWS დააარსა. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების აღზევებამ და AWS-ის წარმატებამ ორი ძმა ახალი ბიზნესის წამოწყებაზე დააფიქრა და „ღრუბლებში” შესაძლებლობების ძიებაში დაარწმუნა.

Digitalocean-ის დაფუძნება

რადგან ყველა, მათ შორის Google და Microsoft, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისკენ მიისწრაფოდა, ორმა ძმამ უკეთესი და უნიკალური რამის შექმნაზე იფიქრა. მათ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყვიტეს, რაც დეველოპერებს აპლიკაციების განლაგებასა და გაფართოებაში დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა Digitalocean 2011 წელს.

თავიანთი გეგმების განსახორციელებლად, მათ საინჟინრო სამუშაოებისთვის დაიქირავეს ჯეფ კარი, რომელიც ასევე Digitalocean-ის თანადამფუძნებელია. კარმა მათი კომპანიის პროდუქტის მთელი ბექენდი დამოუკიდებლად შექმნა. მოგვიანებით, 2012 წელს, დამფუძნებელთა გუნდს მიჩ ვეინერი და ალეკ ჰარტმანიც შეუერთდნენ. რადგან ურეცკები თავიანთ წინა ბიზნესს მთლიანად დამოუკიდებლად მართავდნენ, ისინი არცერთ ვენჩურულ კაპიტალისტს არ იცნობდნენ. ახალი სტარტაპისთვის კი უფრო დიდი მასშტაბის და მეტი ინვესტიციის განხორციელება სურდათ. ამიტომ იმავე წელს თანადამფუძნებლებმა კომპანიისთვის საწყისი დაფინანსების მოსაზიდად TechStars-ში მიიღეს მონაწილეობა, სტარტაპაქსელერატორში.

წარმატება

2012 წლის აგვისტოსთვის კომპანიამ 400 მომხმარებელი მოიპოვა და სააქსელერაციო პროგრამის მეშვეობით, დაახლოებით 10,000 ღრუბლოვანი სერვერის ეგზემპლარი გაუშვა. მომდევნო წელს კომპანია SSD-ზე დაფუძნებულ ვირტუალურ მანქანებს სთავაზობდა მომხმარებლებს და გახდა ერთ-ერთი პირველი ღრუბლოვანი ჰოსტინგის კომპანია.კომპანიამ ასევე დააარსა თავისი პირველი ევროპული მონაცემთა ცენტრი ამსტერდამში, რამაც მის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. 

2013 წლის ივლისში IA Ventures-ის ხელმძღვანელობით საწყის დაფინანსებაში 3.2 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, A სერიის დაფინანსებაში კი მომდევნო წელს 37.2 მილიონი აშშ დოლარი.

2015 წელს Digitalocean გახდა მსოფლიოში სიდიდით მეორე ჰოსტინგის პროვაიდერი. აქედან ორ წელიწადში თორმეტი მონაცემთა ცენტრი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. Digitalocean ასევე მასპინძლობს ფორუმებს დეველოპერთა შორის. 

Digitalocean ასევე მასპინძლობს ფორუმს დეველოპერებს შორის ფორუმებისთვის და ღია კოდისა და სისტემური ადმინისტრირების თემებზე სახელმძღვანელოებს. 

დღესდღეობით კომპანიაში 500 ადამიანი მუშაობს და წლიურად 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ნარჩენების მართვის რობოტები, ჭკვიანი მოწყობილობები გარემოს დასაცავად

„მოდი, უბრალოდ ვოლტი“ – ფასდაკლებების ახალი კამპანია ვოლტისგან