13
ივლ
2018

VEON-ის დიჯითონი, თანამშრომლებში ინოვაციურობისა და გუნდურობის განსავითარებლად!

13 ივლ 2018

უკვე 3 წელია, VEON მისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ მარათონს –  იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრს “დიჯითონს” აწყობს. VEON კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი საერთაშორისო  ჯგუფია, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია კომპანიით „ვიონი საქართველო“ (ბრენდი “ბილაინი“). პირველ ეტაპზე, დიჯითონი VEON-ის წევრ ყველა ქვეყანაში ცალ-ცალკე იმართება, რის შემდეგაც, თითოეულ ქვეყანაში პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები ამსტერდამში, გლობალურ დიჯითონში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

დიჯითონის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებების თანამშრომლებისგან შემდგარმა გუნდებმა 24 საათის განამვლობაში, უწყვეტად უნდა იმუშაონ ინოვაციური, ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე. ამდენად, კონკურსი პირდაპირ პასუხობს VEON-ის მისწრაფებას, კომპანიაში ხელი შეუწყოს მოქნილი და ინოვაციაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება მოწყდეს ყოველდღიურ სამუშაო რუტინას, იფიქროს განსხვავებულად და საკუთარი წვლილი შეიტანოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისა და პროდუქტის შეთავაზებაზე. დიჯითონის ფარგლებში შექმნილი პროდუქტისა და მომსახურების პროტოტიპი შეიძლება იყოს: გაციფრულებისა თუ კულტურული ტრანსფორმაციის ხელშემწყობი, მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესებაზე მიმართული, სოციალური საკითხის გადაჭრაზე ორიენტირებული, ან სულაც, გაყიდვების მასტიმულურებელი.

იდეების შეფასების კრიტერიუმებია: პროტოტიპის მზაობა, პრეზენტაციის ხარისხი, ბიზნესისა და სტრატეგის მიმართ რელევანტურობა, მომხმარებლის გამოცდილება – User Interface (UI), კრეატიულობა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლების დიჯითონზე დაბადებული რამდენიმე იდეა უკვე განხორციელდა. მაგალითად, შარშანდელი ადგილობრივი დიჯითონის შედეგად, შეიქმნა პროდუქტები: VR Game და BCards. უკვე დაწყებულია მუშაობა წლევანდელი გამარჯვებული იდეის განხორციელებაზეც. ამასთან, კომპანიაში ინერგება არა მარტო პირველ ადგილზე გასული, არამედ სიცოცხლის უნარიანობის მქონე სხვა იდეებიც.

“ვიონი საქართველოს“ წლევანდელი დიჯითონი 28 -29 ივნისს კაჭრეთში გაიმართა და მასში მონაწილოება მიიღო 6-მა გუნდმა, თითოეულში 5 წევრით. მენტორების სახით დიჯითონის მონაწილეებს მათივე გამოცდილი კოლეგები – ყოფილი „დიჯითონელები“ მოევლინენ, რომლებიც, ასევე 24 საათის განმავლობაში უწევდნენ გუნდებს ექსპერტულ მხარდაჭერას. 24 საათის დასრულების შემდეგ წარდგენილი იდეების პროტოტიპების შეფასება და საუკეთესოს შერჩევა კომპანიის მენეჯმენტისგან შემდგარ ჟიურის ერგო.

დიჯითონი თანამშრომელთა ჩართულობისა და კროს-ფუნქციონალური თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებასაც ემსახურება. სწორედ ამიტომ, დიჯითონში მონაწილე ყოველი გუნდი აერთიანებს თანამშრომლებს განსხვავებული დეპარტამენტებიდან და სამსახურებიდან და ამავე მიზეზით, დიჯითონში ყოველწლიურად მონაწილეობენ ახალი თანამშრომლები – ზოგიერთი მათგანისთვის დიჯითონი პირველ სამუშაო დღეს დაემთხვა. კროს-ფუნქციონალური გუნდის პრინციპი გლობალურ დიჯითონზე კროს-კულტურულად გარდაიქმნება და ერთმანეთს ეჯიბრებიან არა ქვეყნები, არამედ სხვადასხვა ქვეყნების პირველადგილოსანი წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდები. რაც შეეხება პრიზს – შარშანდელი გლობალური დიჯითონის გამაჯვებული გუნდი „სილიკონ ველიზე“ ტურნეთი დასაჩუქრდა.

[R]

განხილვა