in

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტი – „დილის კონცეპტი“

აქ, ახლა თიბისი კონცეპტს საინტერესო სიახლე აქვს. თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის – „დილის კონცეპტის“ ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ, თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებით დაიწყოთ.

ვინაიდან, ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახადა, თიბისი კონცეპტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ, საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები.

შეხვედრების თემები და სპიკერები თითოეული თქვენგანის საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა.

დილის კონცეპტის შეხვედრებზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს.

პირველი 4 სესიის თემები და განრიგი ასეთია:

  • 9 დეკემბერი – 9:30-10:30

ქეთი ბაქრაძე, შეფ-მზარეული – როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად?

  • 11 დეკემბერი – 9:30-10:30

თამუნა ჩიჩუა, PCC პროფესიონალი ქოუჩი – სწორი მიზნის დასახვა და მიღწევის გზები

  • 12 დეკემბერი – 10:30-11:30

ეკა ბაბუნაშვილი ქოუჩი PCC ICF, ბიზნეს ტრენერი – სახლი, რომელშიც ვცხოვრობ – დილის რიტუალები წარმატებისთვის

  • 15 დეკემბერი 2020 – 9:30-10:30

თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგი – დასაქმებული მშობლები და ბავშვების საჭიროებები ახალ რეალობაში

სანქტ პაული – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც სათამაშო ფორმებს თვითონ შეკერავს

BTU აბიტურიენტებითვის – ახალი ინიციატივა საჩუქრად საქართველოს ყველა აბიტურიენტს