in

დილის ვარჯიშები, რომლებიც ზრდის გონებრივ აქტივობასა და სამუშაო განწყობას

საკმაოდ ბევრ ადამიანს უყვარს დილით ვარჯიში. დღის დასაწყისში ფიზიკური აქტივობა ხომ ხელს უწყობს მათ გამოფხიზლებასა და ენერგიის მატებას. თუმცა, დილით ვარჯიში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური ენერგიის გაძლიერება. მას სასწაულებრივი ეფექტი აქვს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც – ვარჯიშის შემდეგ უფრო კონცენტრირებული და პროდუქტიული ხდება ადამიანი.

თუ ვარჯიშის დაწყება გსურთ და თან “დილის ადამიანი” ხართ, მაშინ, გირჩევთ 6 ტიპის ვარჯიშს, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი კონცენტრირების უნარის ზრდას, პროდუქტიულობასა და დღის ენერგიულად დაწყებას.

1. იოგა

თუკი ის ადამიანი ხართ, ვინც დილით უცნაურ/ცუდ განწყობაზე იღვიძებს და საკუთარი თავის “მწყობრში” მოყვანა სჭირდება, მაშინ თქვენთვის იოგა ზედგამოჭრილია. იოგას ბევრ კარგ თვისებასთან ერთად აქვს უნარიც, გაგიუმჯობესოთ ფსიქიკური მდგომარეობა.

ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები უკეთესად ასრულებდნენ ტვინის ფუნქციონირების ტესტებს 20 წუთიანი მედიტაციის შემდეგ.

2. სირბილი

სირბილი ერთ-ერთი კარგი ხერხია ფოკუსირების უნარის გასაძლიერებლად. აღმასრულებელი დირექტორები და სხვა მაღალ პოზიციაზე მყოფი პირები დილაობით ძალიან დიდხანს დარბიან, ვიდრე სამუშაო დღეს დაიწყებენ. გარდა ამისა, სირბილი მნიშვნელოვნად ეხმარება სხეულს ჟანგბადის სრულყოფილად მიწოდებაში – რაც თავისთავად მოქმედებს ჩვენს პროდუქტიულობაზეც.

3. ცურვა

თუკი სირბილი თქვენი არ არის, მაშინ სცადეთ ცურვა. ცურვას სირბილის ანალოგიური დადებითი ეფექტი აქვს. თუმცა, განსხვავებით სირბილისგან, ამ აქტივობაში მთლიანი სხეულის ჩართულობაა საჭირო – ის ნულოვანი ზემოქმედების ვარჯიშია და ამიტომაც, ჩვენგან მეტ ენერგიას მოითხოვს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგულარული აერობული ვარჯიში ზრდის ჰიპოკამპის ზომას, თავის ტვინის ზონას, რომელიც ვერბალურ მეხსიერებასა და სწავლაში მონაწილეობს. ასე რომ, თუ თქვენს სავარჯიშო დარბაზს აუზი აქვს, რამდენიმე წუთით მაინც ისარგებლეთ მისით.

4. სიარული

თუ გსურთ, რომ თქვენი დილის ვარჯიშები არ იყოს ინტენსიური, თუნდაც მხოლოდ დილის ჩქარი სიარულით შეძლებთ თქვენი სხეული და გონება მთლიანი დღისთვის მოამზადოთ.

მრავალრიცხოვანი გამოკვლევების თანახმად, სიარულს შეუძლია დაუყოვნებლივი გავლენა მოახდინოს ტვინზე, აძლიერებს კოგნიტიურ ფუნქციას და ადამიანს ეხმარება გადაწყვეტილების მიღების და მეხსიერების ტესტების უკეთ შესრულებაში. სიარულმა ასევე შეიძლება გააუმჯობესოს შემოქმედებითად აზროვნების უნარი.

5. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები

ესაა ვარჯიშის ტექნიკა, როცა მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობთ და გაქვთ შესვენების ან აღდგენის ინტერვალები.

ამ ვარჯიშის დროს – იგივე ინტენსიური ინტერვალის დროს გულისცემა 95%-მდე იზრდება და შესვენების დროს თავის რიტმს უბრუნდება. ამ ინტერვალების მონაცვლეობისას თქვენი სხეული იტვირთება მაქსიმალურად.

მსგავსი ტიპის ვარჯიშის მაგალითია: 10 წუთის განმავლობაში 30 მაქსიმალური სიჩქარით ვარჯიში (სარბენი ბილიკი, ველოტრენაჟორი და ა.შ.) , 60 წამი ნელი ტემპი, ჯამში 10 წუთი.

თუკი დილაობით ადრე გაღვიძება გიყვართ და თან გსურთ, ფიზიკურად აქტიური ადამიანი იყოთ, მაშინ ეს ვარჯიშები საშუალებას მოგცემთ, დილა ნაყოფიერად დაიწყოთ. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ვარჯიშების უმეტესობის შესრულება სახლშიცაა შესაძლებელი მრავალი აპლიკაციის მეშვეობით. ამის კარგი მაგალითია Liffit – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სავარჯიშო პროგრამებს სთავაზობს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

“მუხლუხოვანი სოკო” მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარაზიტია – მისი ფასი 140 000 დოლარამდე აღწევს!

„აჭარა ჯგუფის“ მარკეტინგის მიმართულებას ანი გვათუა უხელმძღვანელებს