in

დიმა დადიანის ახალი ალბომი „ზესტაფონი“


ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი დიმა დადიანი, Leno Records-ზე ახალ ალბომს „ზესტაფონი“ აქვეყნებს. ალბომი 7 კომპოზიციისგან შედგება და ბრიტანული Bass მუსიკის გავლენებს განიცდის. მისი მოსმენა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, Spotify-სა და Apple Music-ზეა შესაძლებელი.

დიმა დადიანი ქართულ ალტერნატიულ სცენაზე 90-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა. 89-94 წლებში დათო მარგიანთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი „ვალსი“, მოგვიანებით ჩამოაყალიბა ბენდი „ოქროს კბილი და ცაცხვი“, რომელიც 96 წელს ფესტივალ „მარგარიტაზე” გამოვიდა. მოგვიანებით, დიმა დადიანი ექსპერიმენტირებს ელექტრონულ მუსიკასთან და უკვე 20 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს.


“მინდა, მათი თვალიერებისას პირველაღმომჩენის სასიამოვნო ჟრუანტელი იგრძნოთ,” – დათო სიმონიას ნამუშევრები

Lions Live, დღე 2 – უყურეთ პირდაპირ Marketer-ზე!