in

“მგონია, რომ მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი” – დიმიტრი შუბითიძე #თაობა


დიმიტრი შუბითიძე 24 წლის მუსიკოსია თბილისიდან. როგორც თავად ამბობს, მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იყო, თუმცა, მასთან პირველი შეხება რამდენიმე წლის წინ ჰქონდა. ამჟამად სტუდენტია და აუდიოლოგიაზე სწავლობს. მისი შემოქმედების, ინსპირაციისა და საქმიანობის შესახებ #თაობა დიმიტრის გაესაუბრა:

M: ვინ არის დიმიტრი შუბითიძე? – გაგვაცანი შენი თავი..

დიმიტრი შუბითიძე პროფესიით კინო რეჟისორია, ასევე – მუსიკის ენთუზიასტი, დიჯეი და პროდუსერი.

M: როდის გქონდა მუსიკასთან პირველი შეხება და როგორ გახსენდება ეს მომენტი?

მგონია, რომ მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი – დიდი ნაწილი. ხოლო უშალოდ ჩემი პირველი შეხება Frooty loops-ში იყო, სადაც ექსპერიმენტირება დავიწყე და მუსიკის “წერა” ჩემთვის თერაპიასავით გახდა.

M: შემდეგ როგორ განვითარდა შენი მუსიკალური საქმიანობა? 

პირველად ჩემი დაწერილი კომპოზიციები 4 წლის წინ ერთ პატარა ადგილას დავუკარი, შემდეგ დიჯეინგში მოვსინჯე ძალები და ახლაც აქტიურად ვუკრავ სხვადასხვა ადგილზე.

M: ამჟამად რას საქმიანობ? 

ამჟამად ვსწავლობ აუდიოლოგიას და ვმუშაობ მსგავს სფეროში. დროის არქონის გამო მუსიკის წერა დროებით შეწყვეტილი მაქვს.

M: ძირითადად, რა ჟანრში ქმნი მუსიკას?

ორი პროექტი მაქვს: ერთ-ერთი “DJ Hairy Palms” უფრო House, downtempo, Deep House ჟღერადობაზეა ორიენტირებული. მეორე კი – DIETRICH უფრო ექსპერიმენტალურ ემბიენტ ჟღერადობაზეა..

M: როგორ ფიქრობ, რისი თქმა გსურს შენი შემოქმედებით?

მგონია, რომ კონკრეტულს არაფერს ამბობს ჩემი შემოქმედება. ეს უფრო მსმენელზეა დამოკიდებული, რა ემოციას განიცდის მისი მოსმენისას..

M: საიდან მოდის, ძირითად შემთხვევებში, ინსპირაცია?

ყველაფერი შეიძლება იყოს ინსპირაცია, ფინჯანი ყავიდან დაწყებული, ღრმა ეგზისტენციალური საკითხებით დამთავრებული..

M: როგორ ფიქრობ, რომ არა მუსიკა..

ალბათ ყველაფერი უგემური და უღიმღამო იქნებოდა..

M: დაუტოვე ტრეკი თაობას..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


I amsterdam-მა ქართული რესტორანი საუკეთესო ათეულში დაასახელა

„გამოიძახე ავტოასისტენტი ახალი ვებგვერდის მეშვეობით და ჩაიბარე მანქანა გამზადებული” – CARU