in

დინამო თბილისის აკადემია მსოფლიოს მოწინავე წყალბურთის ტურნირში იასპარეზებს

პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი TOMO ხორვატიაში 2011 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს წამყვანი კლუბები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობენ. U12 და U14 გუნდებით ასპარეზობისთვის, კლუბმა დინამო თბილისი პირველად მიიღო მოწვევა. ტურნირში 66 კლუბი მონაწილეობს, ჯამში 226 მატჩი გაიმართება და ის ქალაქ დუბროვნიკში, 1-8 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.

ცურვისა და წყალბურთის აკადემია დინამოს აღსაზრდელები, შეხვდებიან წამყვან ევროპულ კლუბებს, მათ შორისაა ტიტულოვანი Jug Dubrovnik, Pro recco, Barceloneta და სხვა. დინამო თბილისი ტურნირის დებიუტანტია. აღნიშნული გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყანაში საწყლოსნო სახეობათა სპორტის პოპულარიზაციისთვის, რადგან ქართული კლუბი ამ რანგის შეჯიბრში პირველად მონაწილეობს.

,,დინამო თბილისის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ამ რანგის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ კლუბის, არამედ, საბოლოო ჯამში, სპორტის ეროვნულ დონეზე განვითარებას და სამომავლოდ ძლიერი ნაკრების ფორმირებას’’, – აცხადებენ დინამო თბილისში.

[პარტნიორის კონტენტი]

Google AI-მ 30,000 საათის განმავლობაში უყურა ვიდეოთამაშებს, ახლა კი საკუთარს ქმნის

ვიდეორგოლი მტკივნეული „ნაჭუჭიდან“ გამოსვლაზე