თბილისის ცენტრში, ჯიქიას ქუჩაზე, ა.პოლიტკოვსაკაიას #30-ში ახალი აუზი და ტერასა გაიხსნა. კომპლექსი დინამოს კლუბის მიერაა შექმნილი და ყოველდღიურად ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ტერასის დიზაინზე სტუდია „Dodo Designs“-მა იმუშავა და ის აერთიანებს სივრცეს 30-მდე დამსვენებლისთვის, რომელთაც შეუძლიათ, ისარგებლონ უახლესი ფილტრაციის სისტემებით შექმნილი საცურაო აუზით, ცურვის პერსონალური პროგრამით და მწვრთნელით, ტერასით და კაფით.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის ზრდა არის მიზეზი, რატომაც კლუბის წევრობის სისტემა მსოფლიოში მიღებული სტანდარტების შესაბამისად შევიმუშავეთ. ახლა უკვე შესაძლებელია მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება, სუფთა და უახლესი აუზით სარგებლობა, პერსონალურ მწვრთნელთან კონსულტაციები და ცურვის შესწავლა, მზიანი და ლამაზი ტერასით სარგებლობა, ყოველთვიურად ყველაზე ხელმისაწვდომი საფასურის — 250 ლარის სანაცვლოდ. ჩვენი კომპლექსი აგრეთვე ღიაა ერთჯერადი აბონემენტის შეძენის მსურველთათვის და გვახარებს, რომ ასეთ მოკლე დროში, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სივრცედ გადაიქცა დინამოს ტერასა და აუზი.
ბევრი ვიმუშავეთ ტერასის დიზაინზე და მოხარული ვართ იმ შედეგით, რომელიც მოგვიტანა ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინ სტუდია DodoDesigns-თან თანამშრომლობამ. ჩვენი იდეა იყო, შეგვექმნა პატარა ოაზისი ქალაქის ცენტრში, მყუდრო, მზიანი და ლამაზი სივრცე, სადაც ადამიანი შეძლებს, განიტვირთოს და დაისვენოს ქალაქიდან გაუსვლელად, იცურაოს და გაირუჯოს. ჩვენი მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირიც გვარწმუნებს, რომ სივრცე სწორად დავგეგმეთ და შემუშავებული კონცეფცია პასუხობს იმ იდეას, რაც დინამოში გვქონდა.
ტერასაზე აგრეთვე ფუნქციონირებს ბარი, რომლის ფარგლებშიც, დავმეგობრდით ძალიან გემრიელ და საინტერესო პლატფორმასთან „მეტი ხალისით“. საბოლოო ჯამში, შევქმენით გარემო, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს თბილისის ქაოსური ტემპისგან და ხმაურისგან განტვირთვას… და ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრშია შესაძლებელი“, — აღნიშნავს წყალბურთის კლუბი „დინამო თბილისის“ დირექტორი გიორგი ხვედელიანი.
[R]