12
Apr
2019

სადილი ცაში – საქართველოში ახალი რესტორანი იხსნება

12 Apr 2019

საქართველოში ახალი რესტორანი იხსნება – სტუმრები, არც მეტი არც ნაკლები, ცაში ისადილებენ. Dinner in the Sky კონცეფციის ობიექტი მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაშია, პირველად კი, ბელგიაში, 2006 წელს გაიხსნა. 


გავრცელებული ცნობით, რესტორანი კოჯორში, 15 მაისს გაიხსნება და სტუმრები 50 მეტრის სიმაღლეზე, ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რესტორანი უსაფრთხოა, თუმცა, სტუმრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე რეკომენდაცია. მათ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ობიექტზე აკრძალულია მოწევა, ასეთ სიმაღლეზე საპირფარეშოთი სარგებლობა კი შეუძლებელი. 

ახალ რესტორანში მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია – ერთი ადამიანი 199-დან 345 ლარამდე ჯდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ობიექტი, ერთდროულად, 22 სტუმარს მოემსახურება. 

განხილვა