in ,

დინოზავრები და მფრინავი თეფში Asus ZenFone 3–ის რეკლამაში

ცოტა რთულია თანამედროვე სმარტფონებს შორის იყო გამორჩეული და ნოვატორი. თუმცა, მიუხედავად ამისა, Asus–მა ZenFone 3–ის წარსადგენად მაინც მოძებნა ძალიან საინტერესო და სახალისო გზა. სააგენტო SuperHeroes–ის დახმარებით, ბრენდმა მანჰეტენზე მოსეირნე ხალხს დახმარება და კამპანიაში მონაწილეობის მიღება სთხოვა.

 

საუკეთესო სარეკლამო ვიდეორგოლის შექმნა უკვე თქვენც ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ კარგი ფანტაზიის უნარი და ZenFone 3. რეკლამის შექმნაში მონაწილეობის მსურველებს საკმაოდ კარგი იდეები აღმოაჩნდათ: დაუსახლებელ ცხელ კუნძულზე მოულოდნელად წამოსული თოვლი, იქვე ახლომახლო ხალხით სავსე ღამის კლუბი, მოცეკვავე უცხოპლანეტელი, მფრინავი თეფში და ბოლოს უშველებელი დინოზავრი, – მოხალისეების სცენარით შექმნილი ვიდეორგოლი მართლაც ორიგინალური გამოდგა, ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ.

Asus-ის სმარტფონი ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, იგრძნოს თავისი განსაკუთრებულობა. სმარტფონი გამოირჩევა გაუმჯობესებული ფუნქციებით, გაძლიერებული აუდიო სისტემით და რაც მთავარია, კამერით, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ მაღალი ხარისხის ფოტოები და ვიდეოები. თუ მოინდომებთ, შესაძლოა არაჩვეულებრივი რეკლამაც კი შექმნათ ZenFone 3–ის დახმარებით, ყველაფერი თქვენს ხელშია.

მოდა და სპორტი ინგლისელი ფოტოხელოვანის ფოტოსესიაში

“ან ფული, ან სული” – კაპიტანი ამერიკა მეგობრისთვის ტკბილეულს აგროვებს