in

მეცნიერებმა დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

დინოზავრის სხეულის გარკვეული ნაწილი ჯერაც ქვითაა დაფარული

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ იდეალურად შემონახული დინოზავრის ემბრიონი სამხრეთ ჩინეთში, განჯოუს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. იგი სწორედ იმ მომენტს ასახავს, როდესაც კვერცხიდან გამოჩეკისთვის ემზადება – ემბრიონი გამოჩეკის ზღვარზეა”

ითვლება, რომ იგი უკბილო თეროპოდი დინოზავრი, იგივე ოვირაპტოროზავრია, სახელად კი პატარა იანლიანი შეარქვეს. მეცნიერები მას მინიმუმ 66 მილიონი წლით ათარიღებენ. ეს არის ისტორიაში დინოზავრის საუკეთესო ემბრიონი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა” – აღნიშნავს მკვლევარი ფიონ ვაისუ. 

აღსანიშნავია, რომ აღმოჩენა მკვლევრებს ეხმარება, უკეთ შეისწავლონ დინოზავრებსა და თანამედროვე ფრინველებს შორის არსებული კავშირი. ნამარხი აჩვენებს, რომ ემბრიონი მოკუნტულ პოზაშია, ამას კი სწორედ ჩიტები აკეთებენ გამოჩეკამდე ცოტა ხნით ადრე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თანამედროვე ფრინველების ეს ქცევა პირველად დინოზავრ წინაპრებში წარმოიშვა და განვითარდა

ოვირაპტოროზავრი სიტყვასიტყვით “კვერცხისმპარავ ხვლიკს” ნიშნავს. ეს ბუმბულით შემოსილი დინოზავრები ახლანდელი აზიისა და ჩრდილოეთ-ამერიკის ტერიტორიებზე სახლობდნენ გვიან ცარცულ პერიოდში, რაც დაახლოებით 100-66 მილიონი წლის წინ იყო. 

პატარა იანლიანი თავიდან კუდამდე 27 სანტიმეტრი სიგრძისაა და 17 სმ. სიგრძის კვერცხში წევს. იგი ჩინეთში, იანლიანის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება.

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი პირველად 2000 წელს აღმოაჩინეს, მას 10 წლის განმავლობაში ინახავდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც მუზეუმში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო,  მეცნიერებმა იეჭვეს, რომ მის შიგნით ემბრიონი იყო და კვერცხმაც მხოლოდ მას შემდეგ მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება. 

დინოზავრის სხეულის გარკვეული ნაწილი ჯერაც ქვითაა დაფარული, მეცნიერები კი სკანირების დახვეწილ ტექნიკებს გამოიყენებენ, რათა მისი მთლიანი ჩონჩხის გამოსახულება შექმნან.

500 ქალი ტექში – 6-თვიანი ტექ გადამზადების მოდულები, ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, მეწარმეობა და კარიერული „ბუთქემფი“

NASA-ს კოსმოსური ხომალდი მზისთვის გადაღებულ კადრებს ავრცელებს