in

DIOR ციფრულ ნარცისიზმს ვერსალის სარკეებიანი დარბაზიდან, ზღაპრის გმირების მეშვეობით ააშკარავებს

„შემაწუხებელი სილამაზის“ გადასაღებად, მეფე-მზე ლუი XIV-ის სარკეებიანი დარბაზიც სიმბოლურად შეირჩა.

მარია გრაცია ქიური 2021-2022 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის ზღაპრების სამყაროს იკვლევს. უფრო ზუსტად, ზღაპრული სამყაროს მიმზიდველ საშიშროებას – ნარცისიზმსა და ჭირვეულობას, რომელიც დღეს, სოციალურ მედიაში ციფრულ ნარცისიზმად იქცა და რომლის დასტურიც სარკეში გადაღებული სელფებისა და მათი გამოქვეყნების დაუოკებელ ლტოლვაში გამოიხატება.

ადგილიც, სადაც DIOR-ის ვიდეორგოლია გადაღებული, სიმბოლურია – მე-17 საუკუნის მეფე-მზის – ცნობილი ნარცისის, ლუი XIV-ის სასახლის – ვერსალის სარკეებიან დარბაზში.

მარია გრაცია ქიური თითქოს ახალგაზრდებს ეუუბნება: „თუ გსურთ, საკუთარი იდენტობა შექმნათ, სარკეში ნუ ჩაიხედავთ!.. კონცენტრირება თუ გჭირდება, საკუთარ ანარეკლს არ უნდა უყურო“.

ქიურის კოლექცია დამაფიქრებელი ილუსტრაციაა ჩვენს ურთიერთობაზე სილამაზესთან, ზედმეტობასა და საკუთარ იმიჯთან. მისტიკური ელფერის მქონე ნამუშევარში „ურჩხულისა და ლამაზმანის“ რეფერენსებთან ერთად, ზღაპრის არაერთ გმირს ვხვდებით: კონკიას, წითელქუდას, ავროსას – მძინარე მზეთუნახავსა თუ ალისას – საოცრებათა ქვეყნიდან…

საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, სათამაშო ბურთებს DHL-ის დრონი მიიტანს

„ტერაბანკი“ ქალი მეწარმეების ხელშეწყობას აგრძელებს!