ფრანგული მოდის სახლს Dior ახალი ამბასადორი ჰყავს – ბრენდის სილამაზის ხაზის (Beauty Line) სარეკლამო კამპანიებში, ამიერიდან, 21 წლის ინგლისელი მომღერალი, ჯორჯა სმიტი მიიღებს მონაწილეობას.

„მისი სტილი – სოულის, ჰიპ – ჰოპისა და R&B-ის ნაზავი – უკვე ძალიან პოპულარულია. მომღერალი ხშირად ეხება პოლიტიკას და საუბრობს ფემინისტურ საკითხებზე“, – აღნიშნა ბრენდის წარმომადგენელმა.

როგორც ჩანს, Dior ახალგაზრდების „გულის მოგებას“ და ამ სეგმენტის კიდევ უფრო აქტიურად ათვისებას გეგმავს.










