Dior-ის ახალ თავს რამდენიმე ასპექტი ასახავს — ივნისში კრეატიული დირექტორის პოზიციაზე ჯონათან ანდერსონის დანიშვნის შემდეგ, ბრენდი სილუეტებს სცილდება და დახვეწილ სიგნალებზე გადადის, Dior-ის კლასიკურ სიტყვათა ნიშანს აღადგენს, რომელიც დიდი და პატარა ასოებით იყო წარმოდგენილი და სიმბოლოებსა თუ კომუნიკაციაში უპირატესობას ნაცრისფერ პალიტრას ანიჭებს — აღნიშნული ჩუმი, მაგრამ აშკარა ვიზუალური ენის ცვლილებაა მოდის სახლისთვის.
ეს ყველაფერი კი ცხადი ჯონათანის პირველი კოლექციისა და შოუს ჩვენებაზე გახდა, სადაც ბრენდინგი უფრო ფართო, მემკვიდრეობაზე ორიენტირებული რეპოზიციონირების ნაწილად წარმოაჩინა და არა, ვიზუალურად მომხიბვლელ სანახაობად.

Dior-ის განახლებული ლოგო ბოლო წლების თამამ დიდ შრიფტს, უფრო რბილი, ისტორიული ფონტით ანაცვლებს. ახალი ლოგო Cochin-ის შრიფტითაა დაწერილი და ბრენდის კლასიკურ ნაცრისფერთანაა შეხამებული. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მოდის სახლს თავის წარსულში აბრუნებს, იმ ლოგოს ეხმიანება, რომელიც Christian Dior-მა 1946 წელს გაგვაცნო…
განახლებული ლოგო კი სულ პირველად 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციის ეტიკეტებზე გამოჩნდა. იგი თითქმის შეუმჩნევლად იყო განთავსებული ზედის კიდეებზე, ჰალსტუხებსა თუ სპორტულ ფეხსაცმელებზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსად მოიქცა BMW-ც და სახეშეცვლილი ლოგო მანქანის ახალი მოდელით წარადგინა, თუმცა ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე…
ანდერსონის დანიშვნამ ივნისში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო — დიდი მოლოდინები არსებობდა მის მიმართ, ახლა კი განახლებული ვიზუალური ენა მიგვანიშნებს, რომ იგი ნამუშევრების ბრენდის მემკვიდრეობაზე დაფუძნებას აპირებს ისე, რომ თანამედროვეობასაც ეხმიანებოდეს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო თვალსაჩინო პირველ ოქტომბერს გახდება, როცა Dior ანდერსონის ხედვით ქალთა პირველ კოლექციას წარადგენს.













