in

„დიომ“ ახალი პროექტი — „დიოსია“ დაიწყო!

კომპანია „დიომ“ ციფრულ არხებში ახალი ვლოგების სერია „დიოსია“ დაიწყო. დაინტერესებული მაყურებელი ამიერიდან შეძლებს, ბევრ კომერციულ სივრცეში, კერძო სახლში, ბინაში შეიხედოს, პროდუქტები დინამიკაში დაათვალიეროს და დიზაინის საინტერესო გადაწყვეტილები იხილოს, რომლებიც  „დიოს“ მიერ განხორციელებული პროექტების ერთობლიობით შედგა.

„მომხმარებლის რევიუებიდან წამოსული იდეა ამ პროექტით რეალობად იქცა. ბუნებრივია, როცა კომპანიას 26 წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტი აქვს და ყოველი მათგანი ინდივიდუალურია. ჩნდება ინტერესი, ვინ როგორი დიზაინი შეარჩია, რას შეუხამა, ახალი ტენდენციები თუ გაითვალისწინა და ა. შ.; ჩვენი დამკვეთების ვიდეომოსაზრებებიც მრავლად გვაქვს და ახლა გადავწყვიტეთ, ბევრ ადგილას ჩვენც შევაჭყიტოთ მომხმარებელი, დინამიკურად ვაჩვენოთ საინტერესო ადგილები. შესაძლოა, ეს ინსპირაციის წყაროც კი გახდეს მისთვის, ვისაც სივრცის განახლება აქვს დაგეგმილი, რადგან ვლოგები სწორედ იმ კითხვებს უპასუხებს, რომლებიც მომხმარებელს უჩნდება. ასევე, ეს ვიდეოები საინტერესო იქნება მათთვისაც, ვისაც სურს, „დიოს“ პროდუქტები ვიზუალურად უკვე დასრულებულ სივრცეში ნახოს.

რაც შეეხება სახელწოდებას: რატომ „დიოსია“?

გარდა იმისა, რომ ეს სახელწოდება მარტივად დასამახსოვრებელია, მასში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია ასახული — როდესაც მომხმარებელი ჩვენს პროდუქტს სხვადასხვა ობიექტზე ხედავს, ხარისხს „დიოსთან“ აკავშირებს და შეკითხვას სვამს: ეს დიოსია? ის ფაქტი, რომ „დიოს“ მიერ განხორციელებული პროექტი  მომხმარებლისთვის საუკეთესოს ნიშნავს, ჩვენთვის ყველაზე დიდი მიღწევაა.

ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროექტი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება და მოხარულნი ვიქნებით, თუ მათ პროდუქტის შერჩევის გადაწყვეტილებასაც გაუადვილებს. მოუთმენლად ველოდებით მათ ინტერაქციას,“ — ამბობს კომპანია „დიოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიფრაშვილი.

ცნობისათვის: ვიდეოსერიების ნახვა შესაძლებელია კომპანია „დიოს“ დიჯითალ არხებზე, რომლებსაც კომპანიის მარკეტინგული პროექტების სპეციალისტი თათა შანიძე გაგაცნობთ.

პირველი ვლოგი ალუმინის კარ-ფანჯარასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, იხილოთ აქ:

#დიოსია

#ახალიპროექტი

#აირჩიემუდამდიო

[პარტნიორის კონტენტი]

ჰაბლის ტელესკოპმა ორი გალაქტიკით შექმნილი ოპტიკური ილუზია დააფიქსირა

იპოვე, შეიყვარე, იყიდე — kenari.ge