22
Oct
2018

ურთიერთობის ახალი ფორმა ბანკთან – „პროკრედიტის“ კამპანია

22 Oct 2018

„ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, ჩვენ სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება სამუშაო საათებში ბანკის ფილიალში სტუმრობისა და რიგში დგომისთვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო მომსახურება იყოს კომპლექსური, მუდმივად ხელმისაწვდომი და მარტივი“, – იყო პასუხი ჩვენს კითხვაზე: რა მიზეზით შეიქმნა პროკრედიტ ბანკის ახალი მომსახურება ფიზიკური პირებისთვის – “Direct Banking” ?

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

“Direct Banking” არის ევროპაში აპრობირებული საბანკო მომსახურების სტანდარტი, რაც გულისხმობს სრულყოფილი საბანკო სერვისის მიღებას ელექტრონული არხების გამოყენებით.

ახალი მომსახურების შესახებ ინფორმაციის პოტენციურ აუდიტორიამდე მიწოდების გზად პროკრედიტ ბანკმა სარეკლამო კამპანია, „იყავი დაირექტი“ წამოიწყო და ციფრულ მარკეტინგთან ერთად – ვიდეორგოლის სახით, გარერეკლამაც – ბილბორდები შემოგვთავაზა. 

კამპანიაში წარმოდგენილი გვყავს ექვსი სხვადასხვა ტიპის ადამიანი, ჩვენი მომსახურების ექვსი სხვადასხვა უპირატესობით, რაც ნიშნავს იმას, რომ Direct Banking თანამედროვე, საქმიანი ადამიანებისთვის განკუთვნილი ბანკინგია, რომლის მიღებაც უკვე შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, – ნათია შანშიაშვილი, პროკრედიტ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

პროკრედიტ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნათია შანშიაშვილი კამპანიის იდეასა და მნიშვნელობაზე გვიყვება: „პროკრედიტ ბანკმა, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილებები განიცადა. ჩვენ სრულად გამოვედით მიკროსეგმენტის ბაზრიდან და მთელი რესურსი მივმართეთ მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე. ამასთანავე, განვავავითარეთ საბანკო მომსახურება ფიზიკური პირებისთვის, რაც გამოიხატა უახლესი ტექნოლოგიების, დახვეწილი და მრავალფუნქციური აპარატების დანერგვით, ქართულ საბანკო სივრცეში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კომუნიკაცია მომხმარებელთან, ძირითადად, პირდაპირი გვქონდა. ახლა კი, როდესაც მომხმარებელთა ქცევამ და სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ კონცეფცია ამართლებს და წარმატებულია, გადავწყვიტეთ, ის უფრო ფართო მომხმარებლამდე და პოტენციურ კლიენტებამდეც მიგვეტანა. სწორედ ამიტომ, დაიგეგმა სარეკლამო კამპანია, „იყავი დაირექთი“, რომლის განხორციელებაშიც სააგენტო LF&T დაგვეხმარა.

ვახო ჩიკვაიძე, სააგენტო LF&T, პროდიუსერი: დავალების მიღებისთანავე მივხვდით, რომ საკმაოდ საინტერესო პროდუქტთან გვქონდა შეხება. ვეცადეთ, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების ადგილას დაგვეყენებინა თავი და გაგვეგო, რა იყო მათთვის ყველაზე მთავარი ბანკთან ურთიერთობაში. ჩავატარეთ კვლევა და შედეგად, მივიღეთ ის, რომ, როგორც ჩვენთვის, ასევე უმეტესობისთვისაც, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დროს. ზოგისთვის, ონლაინ ბანკინგის სიმარტივე და სისწრაფეა მთავარი, ზოგისთვის კი, თავისუფლება და პირდაპირი წვდომა საკუთარ ფინანსებთან, რომ არაფერი ვთქვათ სუფთა საბანკო სერვისების უპირატესობებზე.
ჩვენი ამოცანაც შესაბამისი იყო – გვეჩვენებინა მიზნობრივი აუდიტორიისთვის, რომ როკრედიტ ბანკის Direct Banking საშუალებას აძლევს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, თვითონ გადაწყვიტოს, აირჩიოს და მართოს თავისი ურთიერთობა ბანკთან და ამავდროულად, არ მოწყდეს საკუთარ მიზნებს, ინტერესებს, გეგმებსა თუ ჰობის. გადაწყვეტაც, პროდუქტის სახელიდან გამომდინარე, პირდაპირობაში ვიპოვნეთ და თავად მომხმარებელს შევთავაზეთ, აირჩიოს, რა არის მისთვის მთავარი.M: რაც შეეხება ლოგოს, რამდენად გამოხატავს იმ კონცეფციას, რაც უკვე დღეს აქვს ბრენდს?
ნათია შანშიაშვილი, პროკრედიტ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: პროკრედიტ ბანკი საქართველო გახლავთ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრი, რომელიც ძირითადად, წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ყველანი ვმუშაობთ ერთი ქოლგის ქვეშ, ცამეტივე ქვეყანას გვაქვს საერთო ლოგო, რაც გვაერთიანებს და გამოგვარჩევს სხვებისგან. თანამედროვე, მაღალ დონეზე ინტეგრირებული საბანკო ჯგუფი 2016 წლიდან წარმოდგენილია ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში სწორედ ამ ლოგოთი, რაც ჩვენთვის ცალსახად საამაყოა. ამ ეტაპზე ლოგოს კონცეფციის ცვლილება არ იგეგმება.M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია, რამდენ ხანს გაგრძელდება კამპანია და რა ფორმით?
ვერ ვიტყოდი რომ კამპანიისთვის დაწესებული გვაქვს რაიმე ტიპის ვადები ან ვაპირებთ მის დასრულებას. მთავარია, პროცესი დავიწყეთ და ის წარმატებით მიმდინარეობს. დანამდვილებით შემიძლია, დაგპირდეთ უამრავ სიახლეს, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს მომხმარებელზე იქნება ორიენტირებული, რადგან „იყო დაირექთი“, ნიშნავს, სარგებლობდე ევროპული მომსახურებით და იღებდე გერმანულ ხარისხს, რაც დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა ჩვენთვის.

[R]

განხილვა