in ,

გადახდის ტიპი, რომელიც პროდუქტის შეძენას უფრო მოქნილს ხდის თანამედროვე სამყაროში

ბაზარი სავსეა უახლესი ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და იდეებით, რომლებმაც უნდა  შეამსუბუქოს ისეთი პროცესები, რომლებიც საჭიროებს ადამიანის ჩარევას. ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირების მრავალი საშუალება აქვთ, თუმცა მობილური ტელეფონები თამამად შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც კომუნიკაციის ყველაზე მოსახერხებელი და ადვილად ხელმისაწვდომი საშუალება. 

დიდი ხანია, საზოგადოება მიხვდა, რომ მობილური ტელეფონების შესაძლებლობების სიდიდე არ შემოიფარგლება მხოლოდ ზარების განხორციელებითა და კომუნიკაციის გამარტივებით. იგი გახდა ერთ-ერთი საშუალება გადახდების განსახორციელებლად ისე, რომ გადახდები ე.წ. პირდაპირი ბილინგის საშუალებით მოხდეს. 

Direct Carrier Billing

ეს არის გადახდის ტიპი, ოპერაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისყიდოთ ესა თუ ის ნივთი პირდაპირ ტელეფონის ანგარიშიდან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ტრანზაქციები და დაამატონ მისი გადასახადი მობილური ტელეფონის გადასახადებზე. ის შეიძლება მიებას როგორც სმარტფონს, ისე ნებისმიერ ფუნქციურ მოწყობილობას.

ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ პროდუქტები და სერვისები მრავალ არხზე: დაწყებული დესკტოპის კომპიუტერებიდან, სმარტფონებიდან, სმარტტელევიზორებიდან, დამთავრებული სათამაშო კონსოლებით.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავება გადახდის ტრადიციულ მეთოდებსა და DCB-ს შორის არის მისი დამოუკიდებლობა საბანკო ინფრასტრუქტურაზე ტრანზაქციის დასასრულებლად. მისი მეშვეობით გადახდა ისეთივე მარტივია, როგორც ტელეფონის ნომრის შეყვანა. ის ეხმარება იმ ბიზნესს, რომელსაც მიზნად აქვს, გადახდის სისტემა მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებელს. ტექნიკურ უპირატესობასთან ერთად, ის მომგებიანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

მაინც რა უპირატესობები აქვს ამ სისტემას? მოდი, ჩამოვთვალოთ:

გამოყენების სიმარტივე

DCB არის გადახდის რეჟიმი, რომელიც შექმნილია გადახდის პროცესის გასამარტივებლად. მას არ სჭირდება გადახდის შესახებ გრძელი დეტალების და სენსიტიური ინფორმაციის დამატება. გამოყენების სიმარტივე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელსაც ის სთავაზობს მომხმარებლებს.

მარტივი ხელმისაწვდომობა

ვინაიდან DCB არის გადახდის მეთოდი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა მობილური ტელეფონის ანგარიშთან, ის მთლიანად გამორიცხავს შესვლის აუცილებლობას ყოველი შესყიდვისას. გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს სმარტფონებს, ტაბლეტებს და ასევე ფუნქციურ ტელეფონებს, რაც მას ფართოდ გამოყენებადს და მისაწვდომს ხდის.

გადახდის სანდო მეთოდი

მომხმარებლებისთვის შედარებით მარტივია გადახდის ამ მეთოდის ნდობა, რადგან მათი ყველა გადახდა მუშავდება მათივე სატელეფონო ოპერატორების მეშვეობით. მომხმარებელს არ უწევს ზედმეტი პირადი დეტალების გაზიარება. DCB-ის ტექნოლოგიური სიმძლავრის გამო, მან გამოიყენა უსაფრთხოების დიდი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გადახდის მაღალი დონის უსაფრთხოებას.

ბილინგი მომხმარებელთა კმაყოფილების მიღწევის კიდევ ერთი ინოვაციური გზაა, ამიტომ გაიმარტივეთ საქმე და მიეცით თქვენს მომხმარებელს მეტი კომფორტის მიღების საშუალება.

DataFest Tbilisi-სა და Alliance of Democracies Foundation-ის ერთობლივი ჰაკათონი

Head On Photo Awards 2022-ის გამარჯვებული მარიკა ლორთქიფანიძის ფოტო გახდა!