in

direcTV–მ ბოროტი პერსონაჟების დადებითი მხარე წარმოგვიდგინა

მარკეტერი თემა

თქვენ გგონიათ რომ კანიბალ ლექტერი მხოლოდ ადამიანებს ამზადებს?

თქვენ გგონიათ რომ დრაკულა მხოლოდ ღამე დასეირნობს?

თქვენ გგონიათ რომ “ტყავისსახა” ბენზოხერხით რაიმეს დაგიშავებთ?

სამწუხაროდ შეცდით..

როგორც ჩანს, direcTV–ს, რომელიც 1985 წლიდან ამერიკის სატელიტურ პროვაიდერს წარმოადგენს, საკმაოდ კრეატიული სარეკლამო გუნდი ყავს. თუმცა მათი სარეკლამო ხაზი არ განისაზღვრება რაიმე ახლის შექმნით. ისინი მუშაობენ ყველაზე ცნობილი ფილმების გადაკეთებებზე, რომელიც არც თუ ისე ცუდად გამოსდით.

შესავალს გავაგრძელებ და იდეა რომელშიც ამ პროვაიდერის საშობაო რეკლამაშია (თუმცა შობა დიდი ხანია გასულია), გაოცებულს და გაღიმებულს დაგტოვებთ. მსგავსი რამ ქართველ “რეკლამშიკებსაც” რომ მოეფიქრებინათ, მაგალითად globalTV, კარგი იქნებოდა. მაგრამ პლაგიატები ხომ არ ვართ?

შეიძლება ჩაითვალოს, რომ იდეა გამართლებულია.

უყურეთ მარკეტერზე ამ უჩვეულო რეკლამას და შეაფასეთ.

ყველაზე უნცაური პროფესიები

წაიკითხეთ ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი ადგილიდან!