13
სექ
2017

საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის ასაშენებლად არცერთი ხე არ მოუჭრიათ! – „დირსის” პროდუქტები და სამომავლო გეგმები

13 სექ 2017

დირსის საცხოვრებელი კომპლექსის” ბინათმშენებლობის მეორე ეტაპი 2019 წლიდან დაიწყება. მანამდე, მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად, გაიხსნება კერძო სკოლა და სავაჭრო ცენტრი. მშენებლობის პირველი ეტაპი 2014 წელს დასრულდა. ახლა „დირსი” 11 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს, სრული პროექტის მიხედვით კი, კომპლექსში 20 საცხოვრებელი კორპუსი, მოსასვენებელი და გასართობი ზონები, გამწვანებული ტერიტორიები და სხვა ფუნქციური არეები იქნება. კომპანია მომხმარებლებს, მათ შორის ემიგრანტებს, სპეციალურ პირობებსა და გადახდის განსხვავებულ სისტემას სთავაზობს.

BOG PLUS

 

რა უპირატესობა აქვს „დირსის საცხოვრებელ კომპლექსს”, კონკრეტულად რა პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს და რას გეგმავენ სამომავლოდ, „მარკეტერი” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, ხატია ხატიაშვილს ესაუბრა:

2010 წელს დაფუძნებული კომპანია, „AS Georgia“ რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის, AS Group Investment-ის შვილობილი კომპანიაა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში წარმატებული პროექტების მაღალ დონეზე შესრულების 10 წლიანი გამოცდილება გააჩნია. „დირსის საცხოვრებელი კომპლექსის” მშენებლობა AS Georgia-მ (ას ჯორჯია) 2012 წლიდან დაიწყო. თბილისის ახალი უბანი, ქალაქის ცენტრიდან, 7 წუთის სავალზე მდებარეობს. 2014 წლის ნოემბერში დასრულდა „დირსის“ პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს 11 საცხოვრებელ კორპუსს (22 ბლოკი, 2604), საბავშვო ბაღსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურას. პირველ, დასრულებულ ეტაპზე, კომპლექსი მოიცავს 10 ჰექტრამდე გაშენებულ საცხოვრებელ ფართს. კორპუსების სიმაღლე 16-დან 26 სართულამდეა. სრული პროექტი ითვალისწინებს 46 ჰექტარზე გაშენებულ 20 კორპუსს (39 ბლოკსა და 4 898 ბინას), საბავშვო ბაღს, სკოლას, გასართობ ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა სერვისებს. კომპანიამ საქართველოში უკვე განახორციელა, 170 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”.

 

M: დღეს რა პროექტებს ახორციელებს კომპანია?

დღეს კომპანია AS Georgia საქართველოს ბაზარზე მოიცავს ერთ მასშტაბურ პროექტს („დირსის საცხოვრებელი კომპლექსი”) და რამდენიმე სამშენებლო სფეროს: საოფისე და კომერციული შენობების დიზაინი და მშენებლობა; ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა; სამშენებლო მასალების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მიწოდება; სამშენებლო მასალების წარმოება; სამშენებლო ტექნიკა და ტრანსპორტირება.

M: რა პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს?  

მომხმარებლებს ყველაზე მრავალფეროვან პროდუქტებს ვთავაზობთ, რომლებიც მათი საჭიროებების მიხედვით შეიძლება აირჩიონ. მაგალითად,  პროდუქტი ემიგრანტებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელიც გულისხმობს ორწლიან შიდა განვადებას. ნებისმიერი კონდიციის ბინის შერჩევისას პირველადი თანამონაწილეობა შეადგენს 30%-ს. წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, ვთავაზობთ დარჩენილი 70%-ის გადანაწილებას. „დირსის” უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა კორპუსი აშენებულია და მზად არის საცხოვრებლად. ემიგრანტი/უცხო ქვეყნის მოქალაქე ბინის შეძენისა და შიდა განვადების გაფორმების დღესვე იღებს გასაღებს და ეძლევა ცხოვრების უფლება. გარდა ამისა, გვაქვს შეთავაზება იჯარა გამოსყიდვის უფლებით. ასეთ დროს 11 ან 24 თვის ვადით ფორმდება ხელშეკრულება. სურვილის შემთხვევაში, დაქირავებულ ბინაში გადახდილი თანხის 60% გამოაკლდება მთლიანი ბინის ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ  ბაზარზე ასეთი პროდუქტი არ არსებობს. ასევე გვაქვს კორპორატიული კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზება, რომელიც  გულისხმობს ფასდაკლებას ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და შიდა განვადების სპეციალურ პირობებს (პირობები და შეთავაზებები დამოკიდებულია კორპორატიული კლიენტის მოცულობაზე). ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტია გაქირავებული ბინის გამოსყიდვა, რომელიც გულისხმობს დამქირავებლისგან გადახდილი თანხის მყიდველისთვის ჩათვლას. მყიდველს შეუძლია მოელაპარაკოს დამქირავებელს და ის თანხა, რასაც დამქირავებელი იხდის ყოველთვიურად, ჩაეთვალოს მყიდველს. და ბოლოს, ყველაზე ახალი და უნიკალური პროდუქტი – საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც გულისხმობს 3 წლის ვადით 0%-იან შიდა განვადებას. პირველადი შენატანი მხოლოდ 10%-ს შეადგენს და დარჩენილი 90% ნაწილდება 36 თვეზე. ეს პროდუქტი უნიკალურია იმით, რომ უკვე აშენებულ და გარემონტებულ ბინებს ეხება. შესაბამისად, მყიდველს 100%-იანი გარანტია აქვს, რომ ბინა საცხოვრებლად მზად არის. საბოლოო ჯამში, ამ პროდუქტების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საცხოვრებელი ფართის გარდა, ინფრასტრუქტურულად კომპლექსი მზად არის. ბინის შეძენასთან ერთად, უამრავი სხვა საჭიროებაა, რომელსაც სრულად გთავაზობთ დირსის კომპლექსი. მაქსიმალურად მორგებული გარემო ბავშვებისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისა და სიმყუდროვისთვის, ხედები, საბავშვო მოედნები, სტადიონები, ველობილიკები და სხვა დანარჩენი ინფრასტრუქტურა ქმნის ყველაფერს ერთ სივრცეში, რაც წარმოადგენს დირსის კომპლექსის ყველაზე დიდ უპირატესობას.

M: დღეს სამშენებლო ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ამ პროდუქტების გარდა, „დირსის” უპირატესობა რა არის, რითია გამორჩეული?

გარდა იმისა, რომ გვაქვს უპრეცენდენტო პროდუქტები, ბაზარზე ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ პროექტის პირველი ეტაპი სრულად აშენებული და დასრულებულია. შესაბამისად, მყიდველს აქვს გარანტია, რომ მის მიერ ჩადებული თანხა რელევანტურია. მშენებლობის დაწყებამდე ჩატარებულმა ნიადაგის გეოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო სხვადასხვა სიღრმეზე მდებარე მიწისქვედა კლდოვანი შრეების არსებობა და მათი სიმტკიცე. „დირსის” კორპუსები ფრანგული „ტუნელურ-ყალიბური“ ტექნოლოგიის გამოყენებით არის აშენებული და თითქმის 80% არის მონოლითი. შესაბამისად, შენობები ძალიან მტკიცე და მყარია (გათვლილია 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრაზე).

M: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეკოლოგია და გამწვანება. ამ მხრივ „დირსი” რას სთავაზობს მომხმარებლებს?

ტერიტორიის 40% რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს. „დირსის” მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში, სადაც დარგულია 3000-მდე ხე-მცენარე. პერმანენტულად ხორციელდება ტერიტორიაზე არსებული მცენარეების მოვლა-პატრონობა. პროექტის შემდეგი ეტაპებისთვის დაგეგმილია გასართობი პარკის მშენებლობა, სადაც კიდევ უფრო მეტი ხე-მცენარე დაირგვება. აღსანიშნავია, რომ „დირსი“ არის კომპლექსი, რომლის მშენებლობის გამოც 46 ჰექტარ მიწაზე არცერთი ხე არ მოჭრილა. 

M: რა გზა გაიარა კომპანიამ დასაწყისიდან დღემდე? ალბათ, იყო გარკვეული სირთულეებიც . . .

დაფუძნების დღიდან, კომპანიამ გამოწვევებით აღსავსე გზა გაიარა. თუ შენების პროცესში წამყვანი როლი პროექტის მართვასა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფას ეჭირა, 1 წლის წინ კომპანიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია განხორციელდა, ახლა ძირითადად ორიენტირებულია ბაზრის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. ერთ ლოკაციაზე 2500 დასრულებული ბინის არსებობა თავისთავად საკმაოდ დიდი გამოწვევაა თბილისის სამშენებლო ბაზრისთვის. მართვის ინოვაციური მიდგომები, პროდუქტებისა და შესყიდვის პირობის მრავალფეროვნება, ისევე როგორც უმაღლესი ხარისხის მშენებლობა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა, გვეხმარება, მაქსიმალურად გავუმკლავდეთ აღნიშნულ გამოწვევას და შევასრულოთ პროექტის მიზნები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიას 400%-იანი გაყიდვების ზრდა აქვს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მუდმივი განვითარების მიდგომა, ისევე როგორც თანამედროვე პრინციპების დანერგვა, ორგანიზაციაში სწორი გადაწყვეტილებაა.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

გამოწვევებით აღსავსე განვლილი გზიდან გამომდინარე, მოვახდინეთ ჩვენი სამომავლო გეგმების კორექცია. იმისთვის, რომ მოვერგოთ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და მომხმარებელთა მოთხოვნებს, შევცვალეთ განვითარების ეტაპები. 2018 წელს დაგეგმილია მასშტაბური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და პარკის ინფრასტრუქტურის განვითარების პირველი ეტაპის დაწყება. ასევე, 2018 წელს იგეგმება კერძო სკოლის გახსნა. ხოლო ბინათმშენებლობის მეორე ეტაპის დაწყება, იგეგმება 2019 წლის ბოლოდან.

 

განხილვა