25 სექტემბრიდან „დირსის” Facebook გვერდზე მომხმარებელი „დირსის დღიურებს” იხილავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის ამბები, იმის შესახებ, თუ რეალურად რას ნიშნავს ამ კომპლექსში ცხოვრება, რა შესაძლებლობები, გარემო და პირობები აქვთ მობინადრეებს თუ პოტენციურ მაცხოვრებლებს.
რაც შეეხება კამპანიას, „დირსის დიურები” სტუდია TV 11 – მა გადაიღო. წამყვანმა, დავით ლაბაძემ „დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში სამი დღე გაატარა. პერიოდულად ქვეყნდებოდა LIVE ჩართვები. სრულ ვერსიას მომხმარებელი დღიურების სახით იხილავს.
ირაკლი კაკაბაძე (TV 11 – ის დამფუძნებელი და პროდიუსერი): “„დირსის დღიურები” არის იმაზე, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ამ კომპლექსში, ისე, რომ არც დასასვენებლად და არც გასართობად სხვაგან წასვლა არ დაგჭირდეს. წამყვანი სამი დღე ცხოვრობდა „დირსიში” და ვეცადეთ, გვეჩვენებინა ყველა ის ელემენტი, რაც კომპლექსში არსებობს. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო სარეკლამო რგოლი ან ბლოგი. გადავწყვიტეთ, მიგვეცა „დღიურის” სახე. მნიშვნელოვანია, რომ არ გვქონდა წინასწარ განსაზღვრული სცენარი. როგორც კი გადაღებას ვიწყებდით, წამყვანი სრული იმპროვიზაციით საუბრობდა და ცხოვრობდა „დირსიში”. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ დავით ლაბაძე, უნდა ყოფილიყო იმპროვიზაცია, წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე. საბოლოო ჯამში, „დირსის დღიურები” იმაზე მასშტაბური გამოვიდა, ვიდრე ვფიქრობდით. მაყურებელი აუცილებლად ნახავს, როგორია ამ კომპლექსში ცხოვრება და ამასთან, როგორ შეიძლება მიიღო მეგობრები, დაისვენო, გაერთო მარტო ან ოჯახთან ერთად”.

„დირსიში” ამბობენ, რომ მათი კომპანიის სახელი ყველამ იცის, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია, რეალურად გარემოა კომპლექსში, რა სარგებელსა და პირობებს სთავაზობენ მომხმარებელს.
ნინო კუპრაშვილი (კომპანიის მარკეტინგის, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი): დღეს, ჩვენს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს, გავაცნოთ მომხმარებელს კომპლექსის რეალური უპირატესობები. „დირსი” თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, მაგრამ, რა გარემოა ჩვენთან, რა სარგებელსა და რა პირობებს ვთავაზობთ მათ, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. გამოდის, რომ იცნობენ მხოლოდ სახელს. მათი შთაბეჭდილება, ხშირ შემთვევაში, რეალობისგან განსხვავებულია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რეალური ისტორიის საფუძველზე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახოთ, თუ რას ნიშნავს „დირსიში” ცხოვრება. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ პოტენციურ მომხმარებელს მიუკერძოებელი სურათი, იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთებისას ეყრდნობოდეს რეალურ ინფორმაციას და არა დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. „დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის ძირითად ფილოსოფიას წარმოადგენს მყუდრო გარემოს უზრუნველყოფა, სადაც ნებისმიერი კომფორტი ხელმისაწვდომია ადგილზე.
ნინო კუპრაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფილოსოფია კომპანიაში ორ ნაწილად იყოფა. ესენია: ინფრასტრუქტურის შექმნა და მომსახურების სერვისები, რომლებიც პერმანენტულად ვითარდება:
” „დირსიში“ არის 3 საბავშვო მოედანი, რომელიც განლაგებულია ფეხით სასიარულო ზონაში; 2 ფეხბურთისა და კალათბურთის და 1 ჩოგბურთის სტადიონი; 12 კმ. ველო ბილიკი, 1,3 კმ. სიგრძის ბულვარი (რომელიც პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება 6 კმ-მდე), 3000-მდე ხე-მცენარე, შადრევანი და მრავალი სხვა საშუალება მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. დამატებით, ტერიტორიაზე არის 24 საათიანი დაცვა და კონსიერჟი, რომელიც ყველა კორპუსს ემსახურება. უახლოეს მომავალში დავიწყებთ 15 ჰექტარზე განლაგებული მრავალფუნქციური პარკის განვითარებას.”
რაც შეეხება მომსახურებას, ნინო კუპრაშვილი ამბობს, რომ, კომპანია ცდილობს, კომპლექსი ამ მიმართულებითაც განავითაროს.
„დირსის” ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, კაფე და მარკეტი; სექტემბრის ბოლოს გაიხსნება „გუდვილი” და იტალიური კაფე-რესტორანი – „კანტინა”; წლის ბოლომდე დაგეგმილია სილამაზის სალონის გახსნა. იქიდან გამომდინარე, რომ მომსახურების სპექტრის და ხარისხის მაქსიმიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, მეწარმეებს ვთავაზობთ შეღავათიან პირობებს ჩვენთან ბიზნესის განსავითარებლად. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ტერიტორიაზე გაიხსნება კერძო სკოლა და სავაჭრო ცენტრი”.


















