11
იან
2018

„დირსის“ ახალი ხელმძღვანელი: ჩემი ამოცანაა, კომპანიას ბაზარზე არსებული გამოწვევების უკეთ დაძლევაში დავეხმარო!

11 იან 2018

დეველოპერულ კომპანია AS GEORGIA-ს, რომელიც ისანში 46 ჰექტარზე „დირსის“ საცხოვრებელ უბანს აშენებს, ახალი დირექტორი ჰყავს. ბესო ჯიქურაულს ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, წამყვან პოზიციებზე, ისეთ კომპანიებში მუშაობდა, როგორებიცაა: Sante GMT Products, Societe Generale, GOODWILL, ALBATROSS. როგორც თავად ამბობს, აღნიშნული სტრუქტურული ცვლილება კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

„ჩემი ამოცანაა, დავეხმარო კომპანიას საქართველოს ბაზარზე არსებული გამოწვევების უკეთ დაძლევაში და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესო წარმატების მაჩვენებლები“, – ბესო ჯიქურაული.

ბესო ჯიქურაული: ჩემი ამოცანაა, დავეხმარო კომპანიას საქართველოს ბაზარზე არსებული გამოწვევების უკეთ დაძლევაში და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესო წარმატების მაჩვენებლები. „დირსის საცხოვრებელი კომპლექსი“ წარმოადგენს ყველაზე ხილვად, ურბანული განვითარების პერსპექტივას, რომელიც ქალაქმა განვითარების პროცესში აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ამ კომპლექსს გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც დღეს არ არის ხილვადი. ჩემი მიზანია, ეს უპირატესობები წინ წამოვწიო, რის შემდეგაც კომპლექსის ტერიტორია, საცხოვრებლად, დასასვენებლად და გასართობად, ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცევა თბილისში.

M: პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც უშუალოდ ჩაერთვებით, როგორც  ახალი ხელმძღვანელი . . .

პირველ რიგში, ტერიტორიაზე მიმდინარე პირველი ეტაპის მშენებლობების დასრულებას და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას ვგეგმავ. საცხოვრებელ კომპლექსს დაემატება სპორტული, საბავშვო მოედნები, მწვანე ზონები, დაირგვება ხე-მცენარეები, რაშიც ვეცდები, რომ მცხოვრებლებიც აქტიურად ჩავრთოთ, ვინდაიდან ეს მათი მომავალი ეზოა. ასევე, დაგრძელდება ველო-ბილიკი 10 კმ. მდე კომპლექსის გარშემო. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს „დირსის“ მცხოვრებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მეტად სტიმულირებას, ბავშვებისთვის უსაფრთხო, დაცული ტერიტორიის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო მეტად განვითარებას. შემდეგ ეტაპზე კი, პროექტის მიხედვით, დავიწყებთ თაუნჰაუსების, ვილების, სასტუმროს, კლინიკისა და სკოლის მშენებლობას.

M: რა ცვლილებებსა და სიახლეებსა გეგმავთ კომპანიაში?

მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რაც კომპლექსის ინფრასტრუქტურის მეტად განვითარებას და მაცხოვრებლებისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს, ვგეგმავ, კომპანიაში დავნერგო კორპორატიული მართვის მექანიზმები, ავამაღლო ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, შევქმნა სერვისზე ორიენტირებული პროაქტიული მომსახურების პრინციპები.

M: ხომ არ შეიცვლება კომპანიის პოზიციონირება, მიმართულებები, რომლებზე კომპანია მუშაობს ? 

„დირსის“ კომპლექსს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც დღეს იმდენად არ გამოიყურება მიმზიდველად:  სტრატეგიული მდებარეობა – მტკვრის სანაპიროს გასწვრივ 5 კმ ზოლი, 10 წუთიანი მგზავრობის დრო თავისუფლების მოედნამდე, სრულიად თავისუფალი ტერირტორია, სადაც შესაძლებელია ყველაფრის თავიდან და სწორად დაგეგმვა, რამდენიმე ჰექტარი მიწის ტერიტორია გათვლილი დასასვენებელი და გასართობი პარკისათვის. „დირსის“ კომპლექსის დახმარებით შესაძლებელია ქალაქის სხვა უბნების უფრო თავისუფლად და აქტიურად განვითარება. ჩემი მუშაობის პერიოდში სწორედ ამ პოტენციალის პოზიციონირებას შევუწყობთ ხელს. კომპანიის სტრატეგიულ გეგმებზე უფრო აქტიურად ვიმუშავებთ.

განხილვა