გასული საღამოს ქეიფისა და მოლხენის შემდეგ, დათო ლაბაძემ გადაწყვიტა “დირსის დღიურების” მომდევნო დღე ფიზიკური აქტივობებისთვის დაეთმო. თავადასავლების მეორე დღე დათომ და ირაკლი ვახტანგიშვილმა საფეხბურთო ტურნირის დაგეგმვით დაიწყეს და მალე “დირსის თასის” კონცეფციაც შეკრეს. ასე შეერკინა გუნდი “თეთრი კარკასი” “დირსის მეგობრებს”. “დირსის დღიურები” რეალითი შოუს ტიპის ვიდეორგოლების სერიაა, რომელზეც დეველოპერული კომპანია “დირსიმ” TV11-ის გუნდთან ერთად იმუშავა. “დღიურების” 3 დღის მანძილზე, დათო ლაბაძე, რომელიც დირსის აპარტამენტებში დასახლდა, სხვადასხვა თავგადასავლებისა და გასართობი აქტივობების მოსაწყობად ეპატიჟებოდა მსურველებს. გთავაზობთ მეორე დღის ვიდეორგოლებს. ნახეთ, შეაფასეთ და რაც მთავარია, იხალისეთ.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/dirsi.ge/videos/1669913379707243/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/dirsi.ge/videos/1670673932964521/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]














