13
Aug
2019

ადაპტირების აღმნიშვნელი ლოგო შესაძლოა შეიცვალოს

13 Aug 2019

ადაპტირების აღმნიშვნელი სიმბოლოს შეცვლაზე ოჰაიოს კანონმდებლები ალაპარაკდნენ. საქმე ისაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მხოლოდ ეტლით მოსარგებლეები არ არიან. თუმცა, ამ დროისათვის საერთაშორისოდ მიღებულ სიმბოლოზე ეტლით მოსარგებლე ადამიანია გამოსახული. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ სიმბოლო საჭიროებს განახლებას, რაც, თავის მხრივ, შეცვლის საზოგადოების ცნობიერებას შეზღუდულ შესაძლებლობაზე და დაანახებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეუძლიათ იყვნენ მობილიზებული და დამოუკიდებლები.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმბოლო საქართველოს კანის ლომების შიდაშესარჩევი კონკურსის ყურადღების ცენტრში, ჯერ კიდევ, 2017 წელს მოექცა. ახალგაზრდა დიზაინერებს DESIGN-ის კატეგორიაში, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ნიშანი, რომელიც ამა თუ იმ სივრცის ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის ადაპტირებას აღნიშნავდა. პირველი ადგილი ნიკა მონასელიძისა და ინგა სვანიძის ნამუშევარმა მოიპოვა.

 

განხილვა