in

McCann London-მა შშმ პირების აღმნიშვნელ სიმბოლოს ალტერნატივა მოუძებნა!

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების სიმბოლოდ უკვე 50 წელია დიზაინერ სიუზან კოეფოედის ნამუშევარი ითვლება. მას ვხვდებით ყველგან, სადაც ადაპტირების სიმბოლოს გამოხატვა სურთ. თუმცა, პარადოქსია, რომ შშმ პირების 93% ეტლით არ სარგებლობს, ამდენად, შინაარსი არ პასუხობს რეალობას. ამ სიმბოლოს ვიზუალის გამო, ხშირად, ადამიანები, რომლებსაც ეკუთვნით შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილით სარგებლობა, ამ უფლებით არ სარგებლობენ. უკვე არსებული ხატულას შესაცვლელად, McCann London-ის გუნდმა განსხვავებული დიზაინი შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის თითოეული სახეობისთვის და ცდილობს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას უკვე არსებული, 50 წლის წინ გამოგონილი, სიმბოლოს ჩასანაცვლებლად. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საქართველოში ჩატარებული კანის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მოცემული ბრიფიც ამ თემატიკის გარშემო იყო მოცემული.

BOG
BOG

 

6 ოქტომბერს, Fabrika-ს ლეგენდარული ფოტოგრაფები – Martha Cooper და Nika Kramer ეწვევიან!

ეკოლოგიის პრიორიტეტი თბილისის უბნური განვითარების კონცეფციაში