ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენებიდან გამომდინარე, English Book Education-ისა და ამერიკული გამომცემლობა Scholastic-ის თანამშრომლობით, ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული ბიბლიოთეკა e-library.
პლატფორმა 5000-ზე მეტ ინგლისურენოვან ადაპტირებულ ელექტრონულ და აუდიო წიგნს აერთიანებს. აქ ხელმისაწვდომია მასალა მე-3-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის.
„English Book Education” გთავაზობთ, მთელი წლის განმავლობაში, ისარგებლოთ e-library-ით, რომლის შეძენაც ახლა უკვე შესაძლებელია 70%-იანი ფასდაკლებით.
პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დიდი ჩამონათვალიდან, აირჩიოს მისთვის სასურველი ელექტრონული წიგნი, წაიკითხოს ან მოუსმინოს მას.
ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს bookshop.ge
e-library კოდის შეძენის შემდეგ, თითოეულ მომხმარებელს ექმნება ერთწლიანი პროფილი, რომლის მონაცემებიც გაეგზავნება მითითებულ ელ. ფოსტაზე. აქტივაციისთვის პროგრამას სჭირდება 24 საათი, მისი გააქტიურების შემდეგ კი, bookshop.ge-ის ოპერატორი თავად დაგიკავშირდებათ.
[R]