საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 8 მარტიდან, 31 მარტის ჩათვლით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება. „Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ წესებსა და პირობებს.












