in

გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით, გუდაურში დღეიდან ფასდაკლების კვირეული იწყება, რომელიც 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ფასდაკლების კვირეულში გაუდაურის 11 სასტუმროა ჩართული. სამთო კურორტის განთავსების ობიექტები ქართველ და უცხოელ ტურისტებს 20-40 % ფასადაკლებას სთავაზობენ. ასევე, ფასდაკლების კვირეულში მონაწილე ტურისტებს 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით მთის კურორტების განვითარების კომპანია 2 დღიან სასრიალო აბონემენტზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ფასდაკლების კვირეულს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მესამე წელია, ატარებს. პროექტის მიზანი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობაა, ისევე, როგორც რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.

[R]

„თუ გინდა, მშვიდი ცხოვრება გქონდეს, უნდა იბრძოლო“ – #ჩელენჯერი შეფ გურამ ბაღდოშვილი

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გამოიმუშავოს თანაგრძნობა, ემპათია და კეთილგანწყობა ირგვლივმყოფების მიმართ