27
Aug
2019

CNN-ზე საქართველოს შესახებ თემატური გვერდი შეიქმნა

27 Aug 2019

CNN Travel-ზე, საქართველოს შესახებ, თემატური გვერდი გაკეთდა – Discover Georgia შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ნაწილია. ახალ პლატფორმაზე საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარიაა აღწერილი.

„პლატფორმაზე არის სამი კომპონენტი: ისტორია, ბუნება და სამზარეულო. თითოეული თემატიკა მოიცავს CNN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალებს, სადაც მკითხველს აცნობენ საქართველოს, როგორც დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანას. უკვე გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია კაცხის სვეტზე და იქ მდებარე მონასტერზე. მომზადდება კიდევ ორი სტატია: ერთი – ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე, მეორე – მარტვილის კანიონზე. Discover Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთგვარი landing page-ია, საიდანაც უკვე ჩვენს გვერდზე გადმოდის მომხმარებელი“, – ამბობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

განხილვა