in

გასტრონომიის ასოციაციამ, USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონების გასტრონომიაზე ვიდეოპროექტი შექმნა

საკვები და მოგზაურობა ორი მჭიდროდ დაკავშირებული რამაა. განსაკუთრებით, თუკი საქმე საქართველოში მოგზაურობას ეხება. ისეთ პერსპექტიულ გასტრონომიულ ქვეყანას, როგორიც ჩვენი სამშობლოა, აქვს დიდი პოტენციალი. ის მიმზიდველია მიმზიდველი არამხოლოდ საერთაშორისო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რომელიც ყოველდღიურად რაღაც ახალს გებულობს ქართულ გასტრონომიაზე. ქართული გასტრტურიზმის მხარდასაჭერად და წასახალისებლად, “საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ”, The USAID Economic Security Program პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია “ბორჯომისა” და “ვისოლი ჯგუფის” ხელშეწყობით, წამოიწყო ვიდეოპროექტი, სახელწოდებით „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“.

“ის, რომ პროექტი, USAID Economic Security Program-ის დიდი დამსახურებაა. ჩვენ მოვიარეთ 7 რეგიონი და ვიდეოების საშუალებით, ძირფესვიანად ვაჩვენეთ მათთვის დამახასიათებელი გასტრონომიული საგანძური. ამავდროულად, არ შემიძლია არ აღვნიშნო ორი კომპანიის გულითადი გვერდში დგომა. ამ თავგადასავალში, უდავოდ, დიდი მადლობა ეკუთვნით ჩვენგან კომპანია “ბორჯომსა” და კომპანია “ვისოლ ჯგუფს”, – გვიამბო გასტრონომიის ასოციაცის თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა.

“ვიდეო სერიები ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების პოპულარიზაციას და ხაზს უსვამს ქართული გასტრონომიის უნიკალურობას”, – ამბობს მარკ მაკკორდი, USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი – ”მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული ლოკაციები და გაგიზიაროთ ქართული გასტრონომიის მრავალფეროვნება”.

პროექტი შვიდ ვიდეოსახელმძღვანელოს მოიცავს, სადაც საქართველოს შვიდი სხვადასხვა რეგიონის (კახეთი, სხვანეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, მესხეთი, რაჭა) უნიკალური გასტრონომიული ტრადიციებია წარმოჩენილი. ამ დიდი თავგადასავლის განუყოფელ მონაწილეებად წარმატებული ქართველი შეფმზარეულები იქცნენ. ისინი ადგილობრივებთან ერთად აგემოვნებდნენ ღვინოს, ამზადებენ რეგიონისთვის დამახასიეთებელ კერძებს, ათვალიერებენ ბაზრებს, საოჯახო სამზარეულოებს, რათა შემდეგ, თითოეული რეგიონისთვის უნიკალური და ფერადი ქართული სადღესასწაულო ტრადიციები გადმოეცათ მაყურებლებისთვის.

ვიდეორგოლებში ასახულია საქართველოს რეგიონული გასტრონომია და ღირსშესანიშნაობები, როგორც ულამაზესი, ხელმისაწვდომი და მდიდარი გასტრონომიული მემკვიდრეობის მქონე ტურისტული დანიშნულების წერტილები. საინტერესოა, რომ ქვეყნის რეკრეაციული შესაძლებლობების გარდა, ამ ვიდეორგოლების საშუალებით, მოგზაურებს შეუძლიათ მიიღონ ახალი გამოცდილება და შეიტყონ უფრო მეტი ქართული მადისაღმძვრელი კერძებისა და ქვეყნის უცნობი თავგადასავლების შესახებ.

 

[R]

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„წყალი მარგებელმა”, „ბუღას“ ბრენდით, 3 ახალი პროდუქტი გამოუშვა