27
Aug
2018

კითხვები, რომლებზე პასუხსაც თანამედროვე ტექნოლოგიებისგან ვერ მიიღებთ! – Ad Council-ის ვიდეორგოლი

27 Aug 2018



თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დახმარებით, ბავშვებს ყოველდღიურად შეუძლიათ უამრავი ინფორმაციის მიღება. ხშირად ისინი სახლიდან გაუსვლელადაც იკმაყოფილებენ გარემოსთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ინტერესს და კარგადაც ერთობიან. მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, მაინც არსებობს ინფორმაცია უამრავი მოვლენის შესახებ, რომლის მისაღებადაც პატარებს სახლიდან გამოსვლა უწევთ და სამყაროს შეცნობის ამ გზას უახლესი ტექნოლოგიაც ვერ ჩაანაცვლებს. ხანდახან, გარე სამყაროს უშუალო აღმოჩენა, მოსმენა და შეხებაა საჭირო! ამ საკითხთან დაკავშირებით Ad Council-მა, ორგანიზაცია U.S. Forest Service-მა და სააგენტო David&Goliath-მა ერთობლივი ვიდეორგოლი გაავრცელეს.

 

განხილვა