in

როგორ იმსჯელოთ რთულად განსახილველ საკითხებზე გუნდთან ერთად

ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სამუშაო ადგილების ხელშეწყობაზე ფოკუსირების მიუხედავად, გუნდები კვლავ გაჟღენთილია ისეთი საკითხებით, რომლებიც : თემები, რომლებიც ზედმეტად ბუნდოვანია ან ზედმეტად რთულია განხილვისთვის. ამ საკითხებს არ განვიხილავთ ხოლმე, რათა თავიდან ავიცილოთ მოკლევადიანი დისკომფორტი და კონფლიქტი. ლიდერები სათანადოდ ვერ აღიქვამენ, რამდენად თავისუფლად ისაუბრებენ მათი გუნდის წევრები. ხელმძღვანელები ფსიქოლოგიურად უფრო დაცულად გრძნობენ თავს, ვიდრე მათი გუნდის წევრები და ცრუ კონსენსუსის ეფექტი მათ უჩენს განცდას, რომ სხვები მათ გუნდთან დაკავშირებულ აღქმებსა და გამოცდილებას იზიარებენ.

ეს გამოწვევა კიდევ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციები გადავიდნენ უფრო განაწილებულ გუნდებზე და ვირტუალურ კომუნიკაციაზე, რაც ართულებს არასასიამოვნო თემების წამოწევასა და დისკომფორტის გამოვლენას. თუმცა, რთულად განსახილველი საკითხების იგნორირებამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბული სამუშაო ურთიერთობები და არაპროდუქტიული შეხვედრები, რომლებიც პროდუქტიული დებატების არარსებობით ხასიათდება. დროთა განმავლობაში, მათმა იგნორირებამ შეიძლება შეაფერხოს თქვენი გუნდის უნარი გადაჭრას პრობლემები, ისწავლოს და გააუმჯობესოს შედეგები, რაც კომპანიას წლიურად მილიონობით დოლარი უჯდება.

მნიშვნელოვანია, რომ გახსნათ ტაბუირებული თემები თქვენს გუნდში, სანამ ეს საკითხები ისე გაიზრდება, რომ სამუშაო განწყობას დააზარალებს და შესაბამისად, კომპანიასაც.

აღიარეთ პრობლემის არსებობა

ტაბუირებული საკითხების ნიშნები ბევრია. მაგალითად, როცა შეხვედრები ხასიათდება სწრაფი კონსენსუსით, პროდუქტიული დებატების ნაკლებობით ან არათანაბარი მონაწილეობით. სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება შეურიგებელი გუნდური კონფლიქტები, არაპირდაპირი კომუნიკაცია, თანამშრომლების გათიშვა და ა.შ.

მაშინაც, თუ თქვენ ვერ ამჩნევთ ამ ნიშნებს, უსაფრთხოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენს გუნდში არის უთქმელი აზრები და ემოციები, რომელთა მოგვარებამაც მნიშვნელოვნად შეიძლება გააუმჯობესოს სამუშაო შედეგები. ერთ კვლევაში, თანამშრომლების 85%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მათ არჩიეს არ ესაუბრათ მნიშვნელოვან საკითხებზე უფროსთან.

თანამშრომლები ამას აკეთებენ მრავალი მიზეზის გამო: შურისძიების შიში, ვერ ხედავენ აზრს, ასევე როცა პრობლემა ძალიან ფესვგადგმულია, ჯგუფური აზროვნება და ადამიანის კონფორმისტული ხასიათი…

გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია თქვენი შიში

ტაბუირებული საკითხების გამოვლენის შიში ან მათში ჩაღრმავება, რომელსაც თქვენ პრობლემურად აღიქვამთ, ბუნებრივია. შეიძლება ინერვიულოთ, რომ გახსნით პანდორას ყუთს, გამოავლენთ გადაუჭრელ საკითხებს, აქეთ დაგადანაშაულებენ პრობლემებში ან თქვენი გუნდის ენერგიას ამოწურავთ. გამოუთქმელი საკითხების აღიარებას კოლექტიური შვების გრძნობა მოაქვს. დაბრკოლების საბოლოოდ გამოვლენის შემდეგ, გუნდები უფრო ხშირად იკრიბებიან, რადგან ეძებენ გზებს მის გადასაჭრელად.

დააკვირდით და მართეთ, როგორ რეაგირებთ გამოწვევებზე

თქვენი ძალაუფლებიდან გამომდინარე, თქვენი გუნდის წევრები მუდმივად აკვირდებიან თქვენს მოქმედებებს, ვერბალიზაციასა და სხეულის ენას, რათა დაადგინონ, როგორ უნდა მოიქცნენ საპასუხოდ. თუ ისინი წუხან, რომ თქვენ უარყოფითად ან მძაფრად რეაგირებთ რთულ ინფორმაციაზე, ისინი ეცდებიან, ნაკლებად მოიტანონ ასეთი საკითხი თქვენამდე. ამიტომ, გადამწყვეტია, რომ დააკვირდეთ და გქონდეთ თქვენი რეაქციები გამოწვევებზე ან რთულ ინფორმაციაზე.

განმარტეთ, რა გაქვთ ჩაფიქრებული და აღიარეთ რეალური მოცემულობა

ნუ დატოვებთ თქვენს გუნდს გაურკვევლობაში: უთხარით მათ, რატომ გსურთ ტაბუირებული საკითხების გამოტანა და როგორ არის საჭირო მათი მონაწილეობა. მაგალითად, თქვენ შეიძლება თქვათ: „მე მზად ვარ უფრო ღია კომუნიკაცია მქონდეს და ყურადღება მივაქციო ყველა გზას, რაც ხელს უშლის გუნდს. ეს შეიძლება იყოს რთული, მაგრამ მე მჯერა, რომ შეგვიძლია ნავიგაცია. თუმცა მარტო ამას ვერ შევძლებ. აუცილებელია ისმოდეს თქვენი ხმა და შეხედულებები, რომლებიც ცვლილებების შეტანაში დაგვეხმარება.“

წყარო: HBR



აკრძალული SMS-ების ამბავი – რა როლს თამაშობდა და რით შეიცვალა SMS მარკეტინგი

„ყველაზე ძვირადღირებული კომიქსი“ — Action Comics No. 1 $6 მილიონად გაიყიდა