19
ივნ
2017

დისკრიმინაცია თუ პრევენცია? – უცნაური კამპანია კანის სიმსივნის წინააღმდეგ

19 ივნ 2017

როგორც კი ორგანიზაცია LALCEC-ის ახალ ვიდეორგოლს უყურებთ, პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში, დიდი ალბათობით, დისკრიმინაციული კამპანია გეგონებათ, რამაც შეიძლება პროტესტის გრძნობაც კი აღძრას. თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე წამით, მანამ, სანამ მაყურებელი კარგად გაერკვევა ვითარებაში. სინამდვილეში, რგოლის მთავარი სამიზნე და დისკრიმინაციის საგანი არა უშუალოდ მთავარი გმირები, არამედ ის ლაქებია, რაც მათ კანზე აქვთ და რაც რეალურად არის კიდეც შიშის საფუძველი. კიდევ უფრო უარესი ის ფაქტია, რომ ეს ლაქები ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათოც კია. სწორედ ასეა, ორგანიზაციის მთავარი მიზანი არა რასობრივი თუ სხვა სახის დისკრიმინაცია, არამედ იმ საგანგაშო საფრთხის საზოგადოებისთვის შეხსენებაა, რაც შესაძლოა კანზე გაჩენილმა მუქი ფერის ლაქამ გამოიწვიოს.

BOG PLUS

 

განხილვა