სტრიტ არტისტმა ბენკსიმ “Disneyland”-ის პაროდია “Dismaland”-ი გახსნა და “გასართობი ცენტრის” სარეკლამო რგოლიც გადაიღო.
ვიდეორგოლში გართობის ალტერნატიული ვარიანტია, რომელსაც ბენკსის ცენტრი დამთვალიერებელს სთავაზობს. რეკლამის სიუჟეტის მიხედვით ოჯახი “Dismaland”-ში დასასვენებლად და დროის გასატარებლად მიდის. მშობლები შეშინებულები არიან, სამაგიეროდ ბავშვები რჩებიან გახარებულები და სიამოვნებით ათვალიერებენ “Dismaland”-ის დეპრესიულ და “შავ” გარემოს.
პარკი 27 სექტემბერს გაიხსნება. სარეკლამო რგოლმა მილიონობით მნახველი დააგროვა.












