in

ნახეთ: Disney 100 წლის იუბილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღნიშნავს

Disney-ის 100 წლის იუბილე კულმინაციას არა ფეიერვერკით, არამედ YouTube-ზე გამოქვეყნებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღწევს. ვარსკვლავებით სავსე ანიმაციური ფილმი სტუდიის საუკუნოვან მემკვიდრეობას მიეძღვნა — ის 543-ზე მეტ პერსონაჟს აერთიანებს და ყველა მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავს.

BOG
BOG

დენ აბრაჰამისა და ტრენტ კორის რეჟისორობით გადაღებული ფილმი კომპიუტერულ გრაფიკასა და ხელით დახატულ ანიმაციასა ეყრდნობა. მიღებული შედეგით კი თაობებსა თუ ჟანრებზე სტუდიის მუდმივ გავლენას მიაგებენ პატივს. ეს არის ნოსტალგიური მოგზაურობა, ვინაიდან დისნეის ანიმაციური შენობის დერეფნებში ჩვენი საყვარელი გმირები იყრიან თავს საკულტო ფოტოს გადასაღებად.

აქვე საგულისხმოა, რომ რობინ უილიამსის ხმაც ისმის, რომელიც ალადინში ჯინის პერსონაჟს ახმოვანებდა.

ემბისის კორპორაციული მდგრადობა

როგორ შეიცვალა სოციალური მედია ტენდენციები 2023 წელს?