ძალიან ცოტა რაიმე თუ აღვიძებს ჩვენში ისეთ ემოციებს, როგორსაც დისნეის პერსონაჟები, ის მულტფილმები თუ ფილმები, რომლებიც პირველად ბავშვობაში ვნახეთ… ამას კი დისნეი სადღესასწაულო კამპანიით A Lifetime of Great Stories აცოცხლებს. 60-წამიან ფილმში ერთი გოგონას ისტორიაა მოყოლილი, ბავშვობაში Home Alone-ის ყურებით იწყება, უნივერსიტეტის პერიოდში Modern Family-ით გრძელდება და The Bear-ით მთავრდება, რის შემდეგაც იგი ამ მაგიის თავისი შვილისთვის გაზიარებას გადაწყვეტს. თანაც მიკი მაუსი აქ მთავარი პერსონაჟია, რომელიც ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს უკავშირებს ერთმანეთს.
„ყველა მათგანი დისნეის პერსონაჟების სიყვარულით გავიზარდეთ, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ეს, ჩვენ გვერდით დარჩა მთელი ცხოვრების მანძილზე… ქალთევზას მაისური და მიკი მაუსის ჭიქა სახლში ყველას გვაქვს. თითოეული კი იმის შეხსენებაა, რომ Disney+ საოცარ სთორითელინგს ჩვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე გვთავაზობს, დაწყებული კლასიკით, რომლითაც ვიზრდებით და დამთავრებული ახალი ფავორიტი Shōgun-ით. ასე მთელი ცხოვრება დიდებული ამბებით გვაქვს სავსე“, — განმარტავს დარენ ბაილესი, VVCP-ის სარეკლამო სააგენტოდან.
აღსანიშნავია, რომ Disney-მ ამ კამპანიამდე საშობაო რეკლამაც შემოგვთავაზა, რომელშიც, როგორღაც, სანტა სურვილს არასწორად იგებს…











