in

Disney ანიმაციური რობოტების რეალურ ვერსიებს ქმნის

რობოტიკის სფერო მუდმივად ვითარდება და ამის ფონზე, Disney ცდილობს, თავადაც შეცვალოს ჩვენი აღქმა რობოტების მოძრაობის თუ მათთან ურთიერთქმედების შესახებ. წლების წინ დროიდების მოძრაობა მეტისმეტად „უხერხული“ და მოუქნელი იყო, სიგლუვის კვალი არ ეტყობოდა. დისნეის უახლესი რობოტი კი, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ BD-1-ით არის შთაგონებული, ძველ აღქმას ახლებური შეხედულებით ცვლის — უხეში მექანიკურობიდან დახვეწილობამდე.

კომპაქტური სხეულით, ფრინველის მსგავსი უკანა ფეხებით, Wall-E-ის მსგავსი თავით და ძაღლისთვის დამახასიათებელი მოძრაობებით, რობოტი მეგობრული განწყობის მატარებელია. დისნეი მიზნად ისახავს, ასეთ მოწყობილობებს სტილიზებული მექანიზმი, ბალანსის დაცვის უნარი მიანიჭოს და ფიზიკური შეზღუდვები მაქსიმალურად ბუნებრივად მოხსნას. ამასთანავე, კომპანია აპირებს, თავისი რეალური რობოტებით ანიმაციები გააცოცხლოს — ამ გეგმას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში სრულად მიაღწევენ.

ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ ცნობისმოყვარე, მიმზიდველ რობოტს, რომელსაც ხმა არ აქვს, მაგრამ ქმედებები ისედაც საკმარისია იდენტობის აღსაქმელად. რაც შეეხება მობილურობას, მას შეუძლია, ველურ ბუნებაში კლდოვან და მთიან რელიეფებზეც კი თავისუფლად გადაადგილდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დისნეის თემატურ პარკებში ცოცხალი ბოტების ნახვის პერსპექტივა დამაინტრიგებელია, ნამდვილი მნიშვნელობა მდგომარეობს ადამიანებსა და დროიდებს შორის კავშირების გაძლიერებაში. ბუნებრივია, სხეულის ენა გადამწყვეტია ამ კუთხით — გამოხატვის სხვადასხვა ფორმა სხვადასხვა მიზანს ემსახურება. მაგალითად, ანიმაციური რობოტის ნამდვილმა ვერსიამ შეიძლება უფრო დადებითი ემოცია აღძრას ჩვენში — ამ სიტუაციით სარგებლობა კი მეტად ბუნებრივი ადაპტაციისთვის შეიძლება. დროიდის შემქმნელები კი ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ფუნქციურად გამოიყენებენ.

როგორ უნდა გააუმჯობესონ მენეჯერებმა თანამშრომლებთან ურთიერთობა?

საქართველოს ბანკმა მობილბანკში მასშტაბური „თამაში“ დაიწყო