in

Disney და Avatar ოკეანეების დასაცავად საერთო კამპანიას იწყებენ

20th Century Studios ფილმის Avatar-ის The Way of Water-ის გამოშვების აღსანიშნად, რომელიც ამ წლის 16 დეკემბერს გამოვა, Disney და Avatar გლობალურ კამპანიას Keep Our Oceans Amazing-ს იწყებენ. მათი მიზანი ოკეანეებისა და საზღვაო ცხოვრების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 

აღსანიშნავია, რომ კამპანიას მხარს უჭერს Nature Conservancy (TNC), რათა დაიცვას 10 გადაშენების პირას მყოფი ცხოველი და მათი საცხოვრებლები. კამპანიის ფარგლებში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სადღესასწაულო გამოცდილებასა და პროდუქტებში. ერთ-ერთი მათგანი Virtual Pandoran Ocean იქნება, რომელსაც გულშემატკივრები რიფის საოცრებების სანახავად მიჰყავს. მსგავსად, გულშემატკივრებს საკუთარი ავატარით შთაგონებული ოკეანის არსების შექმნით შეუძლიათ, Disney-სა და Avatar-ს დაეხმარონ, რადგან თითოეულ ავატარზე, რომელიც Virtual Pandoran Ocean-ში შეიქმნება, Disney TNC-ს 5 დოლარს გადასცემს. დაახლოებით კი 1 მილიონ დოლარამდეა საჭირო, რათა ორგანიზაციამ თავის მიზნებს მიაღწიოს და 2030 წლისთვის ოკეანის 10%-ც დაიცვას. 

მთლიანი პლანეტა ოკეანის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, რათა მხარი დაუჭიროს და შეინარჩუნოს იგი. ოკეანე იმ ჰაერის ნახევარს აწარმოებს, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროა და დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ნახევრისთვის სახლსაც წარმოადგენს. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მის დასაცავად. სწორედ ამიტომ ვართ მოხარულები Disney-სა და Avatar-თან პარტნიორობით. ფილმის მნიშვნელოვანი გზავნილი ავსებს ჩვენს შრომას, მოუთმენლად ველით ერთად მუშაობის დაწყებას, რათა დავიცვათ ამ კამპანიაში მოცემული 10 სახეობა, — აცხადებს მელისა გარვი, The Nature Conservancy-ს ოკეანის დაცვის ხელმძღვანელი. 

The Way of Water კი აუდიტორიას ახალ ოკეანურ Na’vi-ს კლანსა და წყლის მრავალფეროვან არსებებს გააცნობს, შთააგონებს აუდიტორიას, დაუკავშირდეს ოკეანეების სილამაზეს ზუსტად აქ, დედამიწაზე… ახალი ინიციატივა TNC-საც დაუჭერს მხარს, რათა დაიცვას თეთრი და ლურჯი ვეშაპები, ვეშაპისებრი ზვიგენი, ქორის ბიბილო ზღვის კუ, მანტა ზღვის ეშმაკი, თუთიყუში თევზები, staghorn coral, ზღვის ლომები და მანგროები — სანაპირო საცხოვრებლები, რომლებიც ზღვის მრავალი სახეობისთვის მნიშვნელოვან თავშესაფარს წარმოადგენს. 

რაც შეეხება Disney-ს, მათ საზღვაო ცხოვრების დაცვის დიდი ისტორია აქვთ — ამ დრომდე Disney Conservation Fund-ს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ველური ბუნების გადასარჩენად და პლანეტის დასაცავად მუშაობენ, 120 მილიონი დოლარი აქვს გადარიცხული. მათგან 20 მილიონი კი უშუალოდ საზღვაო ცხოვრების დაცვას მოხმარდა. კონკრეტული ინიციატივა Disney Planet Possible-ს ნაწილია, რათა შექმნან უფრო ჯანსაღი გარემო ადამიანებისა და ველური ბუნებისთვის.

Avatar-ის ეთოსი არის ის, რომ ყველანი დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან და ჩვენს პლანეტასთან, შესაბამისად, პასუხისმგებელნი ვართ, დადებითი ზემოქმედება გვქონდეს ირგვლივ მყოფ ადამიანებსა და სამყაროზე. Keep Our Oceans Amazing-ის კამპანია არის გზა, მოვიწვიოთ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, შემოგვიერთდნენ ამ გავლენის შექმნაში, — ამბობს ჯონ ლანდაუ, The Way of Water-ის პროდიუსერი.

შავი პარასკევის Special Edition „ეშლი ჰოუმსთორისგან“ — თქვენ რის შეძენას აპირებთ ღამის შოპინგზე?

როგორია კარიერული ცხოვრების მომავალი და რა უნდა გავითვალისწინოთ?