საახალწლო კამპანიაში დისნეი პატარა გოგოს ისტორიას გვაცნობს, რომლის სურვილსაც სანტა არასწორად გაიგებს და, შედეგად, მის მიერ დახატულ დუდლს გააცოცხლებს. თუმცა კიდევ კარგი რომ ასე მოხდა… ამ ამბავს Academy Award-ის გამარჯვებული ტაიკა ვაიტიტისა და დისნეის ლეგენდარული ხმის ჯობ გუდმენის ხმით ვისმენთ, რომელმაც დუდლის როლი მოირგო — „ყოველთვის მიყვარდა დისნეის ამბების ნაწილად ყოფნა, რადგან მათ სთორითელინგს მარადიულობა დასდევს თან, სახალისოა, გულწრფელი და ოჯახებს იმას შეახსენებს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს მოკლე ფილმი ამ სულისკვეთებას იდეალურად ასახავს“.
სადღესასწაულო კამპანიის ჩაშვების აღსანიშნავად Disney 12 ნოემბერს Times Square-ზე მომხმარებლებს ინტერაქტიულ გამოცდილებასაც შესთავაზებს, საკუთარი ნახატების წარდგენა შეუძლიათ და იმის ხილვა, თუ როგორ ცოცხლდება მათ მიერ შექმნილი პერსონაჟები დისნეის ბილბორდზე…
„ის, რაც ამ ამბავს დისნეისთვის უნიკალურად აქცევს ბავშვების სამყაროს ჩვენებაა, აქ გოგონასა და მის ახალ საუკეთესო მეგობარს ვხვდებით, რომლებიც კომპლექსურ სამყაროს ერთად უმკლავდებიან და ამას მეგობრობისა თუ წარმოსახვების ძალით აკეთებენ“, — განმარტავს ვაიტიტი.
უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სიუჟეტი გასული წლის ბიჭისა და რვაფეხას ზღაპარს იდეალურად აგრძელებს, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან კამპანიაზე კვლავ adam&eveDDB-მა იმუშავა.











