in

ნივთი, რომელიც საახალწლო ტრადიციას ქმნის – Disney-ს 3 წუთიანი ანიმაცია ბებიასა და შვილიშვილზე

დისნეი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საშობაო განწყობის შექმნა უკვე დაიწყო. ცოტა ხნის წინ მან 3 წუთიანი ანიმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი პერსონაჟები ბებია და შვილიშვილი არიან. ანიმაციის პირველივე კადრში, 1940 წელს საშობაო საჩუქრად დისნეის ლეგენდარული პერსონაჟი, მიკი მაუსი გვევლინება, რომელიც შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ბებია ლოლას ოჯახის საახალწლო განწყობას ქმნის. ეს ის საჩუქარია, რომელიც ყოველი ახალი თაობისთვის ახლებურად ცოცხლდება. დისნეის სლოგანი კი აღნიშნულ კამპანიაში ამგვარად იკითხება: “ჩვენი ოჯახიდან თქვენს ოჯახში”, რაშიც ალბათ იმას გულისხმობენ, რომ მათი პერსონაჟი-საჩუქრები შობას ყველა ოჯახში განსაკუთრებულს ხდიან.

კევინი სახლში ბრუნდება! – Aldi-ის საახალწლო რეკლამა

Francesco Bongiorni-ს კონცეპტუალური ნამუშევრები