in

Disney+-მა ლოგოს ფერი შეცვალა!

Disney+-ის ლოგოს ფონზე თუ აქამდე ლურჯს ვხედავდით, ახლა კომპანია ვიზუალურ იდენტობას აახლებს და ფონად ფირუზისფერ გარდამავალ ფერს გვთავაზობს. თუმცა რატომ, ამაზე კომპანიაში ჯერ არ საუბრობენ. მიუხედავად ამისა, მეტად სავარაუდო თეორია ამას Disney+-ისა და Hulu-ს ინტეგრაციას უკავშირებს, რომლის ბრენდიც ნეონურ მწვანე ფერშია წარმოდგენილი…

BOG
BOG

დეკემბრის თვიდან Disney Bundle-ის გამომწერებს უკვე ჰქონდათ წვდომა ბეტა ვერსიაზე, რაც მათ საშუალებას აძლევდა, Hulu-ს შოუებს პირდაპირ Disney+-ის აპლიკაციიდან ეყურებინათ. ამგვარად, Hulu დისნეის საკუთრებაში მყოფი ბრენდების Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ისა და National Geographic-ის გვერდით მოიძებნებოდა.

ბრენდის ფერის ცვლილების პოტენციურ განმარტებად სტრიმინგ სერვისების მზარდ რაოდენობას ასახელებენ — Paramount+-ს, Max-სა და Prime Video-ს მსგავსი ბრენდინგი აქვს, შესაბამისად, ეს სიახლე Disney+-ს საშუალებას მისცემს, ლურჯი ფერით სავსე სამყაროში გამორჩეული ადგილი დაიკავოს. 

სიმბოლურია ისიც, რომ Disney+ ყოველთვის იყო ცნობილი თავისი ოჯახურ-მეგობრული კონტენტით, როცა Hulu-ს ბიბლიოთეკა უფრო მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამირებითაა ცნობილი. ახლა კი, რადგან Disney+ მოზარდებზე ორიენტირებულ შოუებს შემოგვთავაზებს, ლურჯი, რომელიც ტრადიციულად ახალგაზრდა მაყურებლებისთვის ნდობასა და უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, ახლა პლატფორმის განვითარებად იდენტობას ვეღარ ასახავდა… ასე რომ, ლურჯისა და მწვანის ნაზავი, ანუ დისნეის თავდაპირველი ლურჯი ფერისა და Hulu-ს მწვანე ფერების შერწყმა, შესაძლოა, ამ ზრდას ასახავდეს, რაც უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლასაც მიგვანიშნებს. 

მომხმარებლები Disney+-ის შეცვლილ ფერს Apple-ის App Store-ში უკვე ნახავენ, ხოლო Google Play Store-ს ცვლილება მალე დაემატება…

გაზრდილი ქეშბექის აქცია ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებისთვის

Apple-მა ახალი ვებგვერდი ყველა საჭირო ინსტრუქციის გასაერთიანებლად შექმნა