in

Disney-მ გუფის 30 წელი მუსიკალური ვიდეოთი აღნიშნა

გუფი სწავლის პროცესში ოფიციალურად ჩაერთო. Goofy Movie-ის 30 წლის აღსანიშნად, დისნეიმ 10-საათიანი ვიდეო გამოუშვა, რომელშიც მაქსი მშვიდად ზის და წიგნს დაჰყურებს. ერთი შეხედვით, თავის ოთახში მოწყობილ მყუდრო კუთხეშია მოკალათებული, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, აქ მრავალ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ, იქნება ეს Kingdom Hearts-ის რეფერენსები, მაქსის ჭიქა პაპაიას ნახატით, მიკი მაუსი თუ ფოტო Twilight Town-დან.

საინტერესოა, რომ მაქსის ციფრული lo-fi პერსონის გამოშვება ემთხვევა დისნეის ახალ ფილმს Not Just a Goof… ამიტომ ფიქრობენ, რომ გარკვეული დეტალები ვიდეოდან სწორედ ამ ფილმის შინაარსზე მიგვითითებს. ასეა თუ ისე, შედეგად, 10-საათიანი მუსიკალური ვიდეო მივიღეთ, რომელსაც ქვემოთ შეგიძლიათ მოუსმინოთ და გუფისთან ერთად ისწავლოთ კიდეც:

 

 

შიშებთან მეგობრობა – როგორ იქცა თეკო მამალაძის ფანტაზია საერთაშორისო კომიქსად

თიბისის ბიზნესმომხმარებლად დარეგისტრირება უკვე ბიზნესმობაილბანკით, 90 წამშია შესაძლებელი