in

Disney Hollywood Studio-ს საუკეთესო ატრაქციონები, რომლებიც ნახვად ღირს

ამ სტატიით დისნეის ჰოლივუდის სტუდიაში გამოგზაურებთ. ის 1989 წელს გაიხსნა სახელწოდებით Disney-MGM Studios, 2008-ში კი Disney’s Hollywood Studios დაერქვა. პარკის ძირითადი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ხალხს თავი აგრძნობინოს საყვარელ ფილმებში. 

BOG
BOG

წარმოგიდგენთ რამდენიმე ღირსშესანიშნაობას, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ამ პარკში მოხვედრისას.

Indiana Jones Epic Stunt Spectacular

ეს ატრაქციონი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც პარკის დაარსების დღიდან აქ არის. შეიძლება ის ცოტა მოძველებულად მოგეჩვენოთ დღევანდელ ეპოქაში, რომელშიც ყველაფერი კომპიუტერით კეთდება, მაგრამ Indiana Jones Epic Stunt Spectacular ნამდვილად დაგაკავშირებთ იმ თბილ მოგონებებთან, რომლებიც ამ ფილმთან გაქვთ. დამთვალიერებელს ასევე შეუძლია, ნახოს პრაქტიკული ეფექტებითა და დახვეწილი ინსტრუმენტებით შექმნილი გარემო, რომელიც გვიყვება, როგორ იღებდნენ საკულტო ფილმის სერიებს.

Millennium Falcon: Smugglers’ Run

ეს არის ატრაქციონი, რომელიც თავს Star Wars-ში გაგრძნობინებთ. აქ ვიზიტორებს ხვდებათ პატარა ხომალდი, სახელად, Millennium Falcon. როგორც კი მის საჭეს მისხდებით, თავს იგრძნობთ ვიდეოთამაშში, სადაც სტუმრები ასრულებენ სამი სხვადასხვა როლიდან ერთ-ერთს – მფრინავი, მსროლელი და ინჟინერი. მფრინავი ხომალდს სიჩქარეს აკონტროლებს, რაც საოცარ გამოცდილებას ქმნის მისთვის. 

Toy Story Mania

საინტერესო დამთხვევაა, რომ Disney World ხსნის Toy Story-ს ახალ ატრაქციონებს ზუსტად ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. პირველი იყო Buzz Lightyear-ის Space Ranger Spin Magic Kingdom-ში 98 წელს. ამას მოჰყვა მსგავსი, მაგრამ უმაღლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ატრაქციონი 2008 წელს, შემდეგ კი 2018 წელს მათ გააშენეს მთელი Toy Story Land. 

Toy Story Mania კარგად ასახავს იმ გარემოს, რომელიც ფილმშია. აქ დაგხვდებათ საყვარელი პერსონაჟები, სასროლი აპარატები და ჩაბნელებული დარბაზი, სადაც შეგიძლიათ ვიდეოთამაშის შეგრძნებებიც კი გამოცადოთ. აქ უფრო მოზრდილები ერთობიან, ვიდრე პატარა ასაკის ბავშვები. 

Star Tours—The Adventure Continues

მიუხედავად ტექნიკური განახლებებისა და სიუჟეტური ცვლილებებისა, ეს ადგილი თითქმის იმადვე რჩება, როგორიც იყო 1989 წლის ბოლოს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ადგილი ძალიან ინტერაქციულია, ის უფრო ამბავსა და გამოცდილების მიღებაზეა დაფუძნებული, სადაც შეგიძლიათ, დასხდეთ, დაისვენოთ, დაათვალიეროთ და შეხვიდეთ სიმულაციურ ოთახში, რომელიც ტრიალებს. 

Slinky Dog Dash

ეს ოჯახური ატრაქციონი არის Toy Story Land-ის ცენტრი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. სტუმრები სხდებიან გიგანტურ Slinky Dog-ში, რომელიც გადის ტრასაზე და მის ირგვლივ ფილმის პერსონაჟებს დაათვალიერებთ. 

Rock ‘n’ Roller Coaster Starring Aerosmith

უცნაური იყო, როცა 1999 წელს დისნეიმ გახსნა ატრაქციონი, რომელიც ეძღვნებოდა ჯგუფს Aerosmith. ის დღესაც არსებობს და ერთ-ერთ გამორჩეულ სანახაობად მიიჩნევა ამ პარკში. 

Muppet*Vision 3D

Muppet*Vision 3D ფილმს განსაკუთრებული ადგილი უკავია Muppet-ის ფანების გულებში. მისი ხიბლი მსუბუქ იუმორშია, თუმცა პარკში განთავსებული სივრცე, შეიძლება ითქვას, უფრო სასაცილო და მხიარულიცაა, ვიდრე თავად ფილმი. 

Mickey and Minnie’s Runaway Railway

აქ შეგიძლიათ, გაისეირნოთ გაცოცხლებული ანიმაციის სამყაროში, სადაც თავგადასავალი იწყება მომხიბვლელი წინასწარი შოუთი, თუმცა ჩნდება გუფი, რომელიც შემთხვევით, ჯადოსნური პორტალის საშუალებით, მიიყვანს სტუმრებს მულტფილმების სამყაროში.

Star Wars: Rise of the Resistance

უახლესი უნივერსალური სატრანსპორტო საშუალებებისა და კომპლექტაციის მეშვეობით, ეს მგზავრობა მომხიბვლელ სიუჟეტსა და ტექნოლოგიას აერთიანებს, იღებთ გამოცდილებას, თითქოს ვარსკვლავური ომების ფილმში ხართ.

The Twilight Zone Tower of Terror

ჰოლივუდის მიტოვებულ სასტუმროში გაშენებული კოშკი ეპატიჟება გაბედულ სტუმრებს, რომლებიც მზად არიან, აღმოაჩინონ ამ ოთახების საიდუმლო. თავისი დეტალური თემატიკით, ატმოსფერული სიუჟეტებით და ადრენალინით, The Twilight Zone Tower of Terror რჩება დისნეის კლასიკურ ატრაქციონად, რომელიც იზიდავს ყველას, ვინც გაბედავს აქ შესვლას.

ჩართულობა და კმაყოფილება სამსახურში: რა არის უფრო მნიშვნელოვანი ზეტ თაობისთვის?

რა ცვლილებებია Instagram-ზე და როგორ ემსგავსება ის TikTok-ს