ზრდის პროცესში, ბავშვების პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ის გარემო, რომელშიც მათ უწევთ ყოფნა. ბავშვები არა მარტო უფროსების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, არამედ ისინი „დისნეის“ მულტფილმების პერსონაჟების ქცევებსაც ძალიან სწრაფად ითვისებენ. სწორედ ამიტომ, გრაფიკული დიზაინისა და ფოტოგრაფიის ინსტიტუტის, ანტონელის კურსდამთავრებულმა, შენონ დერმოდიმ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ფოტოპროექტით – ‘Personal Project’ – რომელშიც „დისნეის“ ცნობილი სამაგალითო პერსონაჟები გამოიყენა – გადმოეცა ის მტკივნეული პრობლემები, რომლებიც დღეს, მსოფლიოში არსებობს და დღევანდელ საზოგადოებაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.
პროექტის ნეგატიური კონცეფციის გამო, შენონმა, საკუთარი სოციალური მედიის გვერდიდან განზრახ ამოიღო ერთი ფოტო, რომელიც სუიციდს აღწერს, თუმცა ის ფოტოგრაფის ვებგვერდზე, კვლავ ხელმისაწვდომია. შენონის სხვა ნამუშევრების ნახვა, გარდა ვებგვერდისა, შესაძლებელია მის ფეისბუკსა და ინსატგრამზე:
ფიფქია: ალკოჰოლიზმი
ტიანა: პოლიციის სისასტიკე
ბელი: ოჯახური ძალადობა

არიელი: დაბინძურება

ავრორა: გაუპატიურება

კონკია: სექსუალური ტრეფიკინგი















