2020 წლის შემოდგომას, Disney General Entertainment Content-ის (DGE) სრული რეორგანიზაციის შემდეგ, ფოკუსი The Walt Disney Company-ს სტრიმინგ პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნაზე გაკეთდა. როგორც Disney Branded Television-ისა და National Geographic-ის კონტენტ მარკეტინგის დირექტორი, ჯეიანტა ჯენკინსი აცხადებს, შეიქმნა შიდა სააგენტო, სადაც ერთმანეთს Disney Branded Television-ისა და National Geographic-ის მარკეტინგისა და რეკლამის გუნდები ერწყმის.
ინტეგრირებული გუნდის ფორმირების მთავარი მიზანი ღირსეული, კრეატიული კამპანიების ორგანიზება და განვითარება, შემდეგ კი, მათი აღსრულებაა Disney Branded Television-ისა და National Geographic-ის მაუწყებლობისთვის.
შიდა სააგენტო მეთვალყურეობას გაუწევს კრეატიულ მარკეტინგს, ცნობადობას, მედია-დაგეგმვას, ღონისძიებებს, გუნდის არსებულ თუ პოტენციურ წევრებთან ურთიერთობებსა და ჯილდოს სტრატეგიებს თითოეული კონტენტისთვის, რომელიც DGE-ს მიერ, Disney-სა და National Geographic-ის ბრენდირებული ქსელებისთვის შეიქმნება.
ჯენკინის გუნდი ითანამშრომლებს ჯო ერლისთანაც, რომელიც თავის მხრივ, Disney+ marketing ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, ახალ სააგენტოში მნიშვნელოვან როლებს იკისრებენ: კრის ალბერტი – National Geographic Content-ის (NGC) გლობალური კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტი და კრის სპენსერი, National Geographic Content-ის წინა აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი.
კრის ალბერტი მარკეტინგულ სტრატეგიებსა და კომუნიკაციებს გაუძღვება როგორც Disney Branded Television-ში, ისე National Geographic Content-ში, National Geographic-ის დოკუმენტური ფილმების ჩათვლით. მისი გუნდი მარკეტინგული სტრუქტურისა და სტრატეგიის ჩამოაყალიბებაზე იზრუნებს იმისთვის, რომ შექმნილ კონტენტში მაყურებლის ჩართულობა უზრუნველყოს. ეს გუნდი პასუხისმგებელი იქნება სტრატეგიულ პოზიციონირებაზე, სოციალურ ჩართულობასა და მედიასტრატეგიაზე, ასევე, პარტნიორობაზე, ცნობადობაზე, თანამშრომლებთან ურთიერთობაზე, ღონისძიებებსა და ჯილდოებზე.
კრის სპენსერი, Story team-ისა და კრეატიული ფუნქციების ხელმძღვანელობით, ასევე, მეთვალყურეობას გაუწევს პროცესებს კრეატიული დიზაინისა და მარკეტინგული ამბის თხრობის კუთხით.
გუნდები, რომლებსაც ალბერტი და სპენსერი გაუძღვებიან, პასუხისმგებელია თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მაყურებლებში ღრმა რეზონასს გამოიწვევს – დაწყებული სტრატეგიული ინსაითებიდან დამთავრებული კრეატიული სთორითელინგის ჩათვლით.














